მსოფლიოში, ყოველწლიურად, 3 მილიონი გოგონა ხდება FGM (ქალთა გენიტალიების დამახინჯება)-ის მსხვერპლი. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც საფრანგეთია – დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ძალადობის ეს სახეობა, დაახლოებით, 60 000 ქალს/გოგონას გამოუვლია. FGM-ის წინააღმდეგ, ასოციაციამ Safe Hands for Girls გლობალური კამპანია დაიწყო. მისი მთავარი გზავნილია #EndFGM. მიზანი კი – მსოფლიოს, მასშტაბით შეწყდეს FGM.
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის დამაარსებელი ჯაჰა დუკურე თავად იყო წარსულში FGM-ის მსხვერპლი. სწორედ ის არის ვიდეორგოლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. თუ ჯაჰას, თავის დროზე, არჩევანი არ ჰქონდა, ახლა სურს, სხვა გოგონები მაინც იხსნას ძალადობისგან.
კამპანიაზე სააგენტომ McCann Paris იმუშავა.












