12
Jul
2017

2020 წლისთვის საზოგადოების უმრავლესობა კვლავ ველოსიპედს უნდა დაუბრუნდეს – HSBC-ის კამპანია

12 Jul 2017



ის არაჩვეულებრივი მომენტი, როდესაც ბავშვი ველოსიპედის მართვას პირველად სწავლობს და თუნდაც მცირე მარცხსაც განიცდის, ერთი დიდი ბედნიერებაა ხოლმე, რომელიც სამწუხაროდ, უმეტესად, ასაკის მატებასთან ერთად, უკვალოდ ქრება. არადა, ისეთ დაბინძურებულ გარემოში, როგორშიც დღესდღეობით გვიწევს ყოფნა, ველოსიპედი ჯანსაღი ცხოვრებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. სწორედ, ამ ფაქტისა და ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის, ბანკმა HSBC ორგანიზაცია British Cycling-სთან უჩვეულოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. 8 წლიანი ერთობლივი მუშაობა სულ მცირე 2020 წლისთვის ჯერ ბრიტანელი ხალხის, ხოლო შემდეგ დანარჩენი საზოგადოების ისევ ველოსიპედებზე დაბრუნებას გულისხმობს. სპეციალურად ახალი წამოწყებისთვის, სარეკლამო ვიდეორგოლიც შეიქმნა, რომელზეც სააგენტო J. Walter Thompson-მა (JWT) იმუშავა.

 

განხილვა