ყოველწლიურად, ნერვული კორელაციის საზოგადოება (NCS) თავის ზოგიერთ ყველაზე კრეატიულ ილუზიას განიხილავს და მეცნიერთა საერთაშორისო ჟიურის მეშვეობით, 10 ფავორიტს ირჩევს. შესაბამისად, არჩევანი წლის საუკეთესო ილუზიად ითვლება. 2021-ში კი ეს წოდება “ილუზორულ დედოფალს” ერგო.
ნამუშევარი ბრიტანელ მეტ პრიჩარდს ეკუთვნის. ეს არის სარკის წინ განთავსებული ხელით დახატული ჭადრაკის დაფა — ყველა ფიგურა ჩვეულებრივაა მასზე განლაგებული, თუმცა მათ ემატება სარკის მიღმა მყოფი თეთრი დედოფალი. ეს ილუზია “ანამორფული პერსპექტივის” მაგალითია, რომელიც ხელოვნურ ბრტყელ ზედაპირს დედოფლის დასამალად იყენებს. თუ დაფას სხვა კუთხით შეხედავთ, შუაში ერთგვარ უჯრას აღმოაჩენთ, რომელიც ფანტომური პერსონაჟის შენიღბვის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება კონკურსის მეორე ადგილს, იგი მაიკლ კოენის The Changing Room Illusion-მა დაიკავა. ეს უკანასკნელი ასახავს ოთახს, რომელიც იმდენად ნელა ვითარდება, რომ მაყურებელი ვერ აცნობიერებს ობიექტების გადაადგილებას ან რაიმე ცვლილებას.
მართალია, ოპტიკური ილუზიების შესწავლის სარგებელი არც ისე ცალსახაა კვლევებით, თუმცა NCS-ის დეტალები ნათელს ჰფენს ტვინისა და თვალების მუშაობის მნიშვნელოვან გზებს. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ოფთალმოლოგიური და ნევროლოგიური მდგომარეობის მკურნალობას.













