საქართველოში ბოლო დროს მომრავლებული მოდის კვირეულები ერთი მიზნით იმართება – დიზაინერებს ეძლევათ საშუალება საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნონ. მსოფლიოს “Fashin week”-ებს სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვთ. ეს მომდევნო სეზონისთვის მოდური ფერების განსაზღვრაა.
ამ კვირაში New York-ში Mercedes-Benz Fashion Week-ი იმართება. სადაც დიზაინერები 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებს წარმოადგენენ. მათ შორის, რა ფერები იქნება მოდაში.
ვისაც სურს, ქართულ რეალობაში მსოფლიო მოდის ტენდენციებს აჰყვეს და მომდევნო წელს ფერები ზუსტად შეუხამოს, ასეთი არჩევანი უნდა გააკეთოს :
მუქი ცისფერი , მუქი ლურჯი, ლიმონისფერი, ზურმუხტის ფერი, იასამნისფერი (ღია ტონალობით,) ატმისფერი (მუქ ტონალობაში), მუქი წითელი , ტილოს ქსოვილის ფერი – ე.წ. ჭუჭყიანი ვარდისფერი და მწვანე ფერის რამდენიმიმე ტონალობა .















