13
Jun
2014

კანის ფესტივალი 15-21 ივნისის ჩათვლით ჩატარდება

13 Jun 2014

კობი
კობი


კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი “Cannes Lions” 15-21 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ამჯერად ფესტივალი ყველაზე დიდ პროგრამას წარმოადგენს, რომელშიც სემინარები, ვორქშოპები, შეხვედრები და სხვადასხვა სპიკერებთან დისკუსიები გაიმართება.

ფესტივალის თემა Creativity in Action-ის გარშემო იტრიალებს და ფოკუსი ახალი შთაგონებების ძიებაზე იქნება. სემინარების თემა: ხელოვნება, ინოვაცია, ბრენდინგი, წარმოება, დიზაინი, ციფრული სამყარო, მუსიკა, ფსიქოლოგია, ინჟინერია და ა.შ.

პროგრამის დამატება “Insight with the Jury” იქნება. ისტორიაში პირველად, მონაწილეებს ექნებათ საშუალება ჟიურის გადაწყვეტილების მიღების პროცესს დააკვირდნენ და გაიგონ ყველა ის დეტალი და კრიტერიუმი, რითიც კანის ფესტივალის ჟიური სარგებლობს.

ერთი-ერთი სიახლე, რომელიც ფესტივალზე მისულ სტუმრებს ელით, ეს არის IOS და Android-სთვის მომზადებული აპლიკაციები, რომლითაც ფესტივალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

www.canneslions.com  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალს

განხილვა