16
Jan
2015

2014 წელს განხორციელებული რედიზაინები

16 Jan 2015

დადგა დრო გასული წლის რებრენდინგის შეფასების. 2014 წელს მსოფლიო ბრენდებმა თამამად და ერთხმად ექსპერიმენტები ჩაატარეს – გაამარტივეს ლოგოები, განახორციელეს რებრენდინგი, შეცვალეს პოზიციები, განაახლეს საფირმო სტილი და ა.შ.

ამ ჩამონათვალში 2014 წლის 12 გლობალური და ყველაზე მნიშვნელოვანი რებრენდინგის მაგალითებია.

Philadelphia

ბრენდმა 2014 წელს ახალი აიდენტიკა და შეფუთვის დიზაინი წარმოადგინა. პროექტზე ბრიტანულმა სააგენტო “Dragon Rouge”-მა იმუშავა.

1 2

 

 

Foursquare

პოპულარულმა გეოლოკაციურმა სოციალურმა ქსელმა “Foursquare”-მ ფუნქციონალური განახლება განახორციელა. ახალ ლოგოტიპზე, ფერთა გამაზე და შეცვლილი სტრატეგიაზე სააგენტო “Red Antler”-მა იმუშავა

3 4

 

 

Volvo

ვოლვოს რაც შეეხება, მათ ლოგოს გამარტივება გადაწყვიტეს. მათი ახალი გრაფიკული ნიშანი და აიდენტიკა სააგენტო “Stockholm Design Lab”-ს ეკუთვნის.

დამატებით რებრენდინგის შესახებ:

შევეგებოთ ვოლვოს განახლებულ ლოგოტიპს

5 6

 

 

Airbnb

რაც შეეხება Airbnb მათ სრულიად სხვა საფეხურზე გადასვლა გადაწყვიტეს და 2014 წელს გლობალური რებრენდინგი წარმოადგინეს.

7 8

 

 

Beko

ტექნიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა და საქართველოში ძალიან პოპულარულმა ბრენდმა “Beko”-მ ნიუ-იორკის სარეკლამო სააგენტო “Chermayeff&Geismar&Haviv”-თან ერთად რებრენდინგი განახორციელა. ბრენდს ახალი ლოგოტიპი და საფირმო სტილი აქვს.

9 10

 

PayPal

ელექტრონული ფულის ოპერატორმა “PayPal”-მა თავისი აიდენტიკა და რებრენდინგი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სააგენტო “fuseproject”-ს შეუკვეთა, რომელიც როგორც წესი მარტივ ფორმებს და ცოცხალ ფერებს იყენებს.

1-1 2-1

 

Pizza Hut

მსოფლიოში უმსხვილესმა პიცერიამ “Pizza Hut” რებრენდინგი 2014 წლის ბოლოს განახორციელა. პროექტი სააგენტო “Deutsch LA”-ს ეკუთვნის.

3-1 4

 

Android

Android, რომელიც Google-ს ეკუთვნის გლობალურ ტრენდს მიყვნენ და ლოგო გაამარტივეს. დიზაინზე  ბრენდის კრეატიულმა ჯგუფმა იმუშავა.

5-1 6-1

 

Reebok

Reebok-მა პოზიციების შეცვლასთან დაკავშირებით ლოგოტიპი შეცვალა. ახალი ლოგო დელტას ფორმის გამოსახულებისგან და შეცვლილი შრიფტისგან შედგება.

დაწვრილებით რებრენდინგის შესახებ:

Reebok-ის რებრენდინგი

1-2 reebok_screencap_shoe

The Hershey Company

ამერიკის ერთ-ერთმა მსხვილმა შოკოლადის მწარმოებელმა “The Hershey Company”-მ 2014 წელს ლოგოს რედიზიანს მიმართა. პროექტი ორ სააგენტოს  goDutch და Alexander Design Associates დაევალა.

4-1 5-2

Bacardi

Bacardi-მ 2014 წელს ტრადიციული დიზიანის მიხედვით ახალი ლოგო წარმოადგინა.

6-2 bacardi_logo_detail

Cadillac

Cadillac-ს რაც შეეხება, მათაც გამარტივება გადაწყვიტეს და ლოგოს დაფნის გვირგვინი მოხსნეს.

55 cadillac_2014_in_use

განხილვა