1968 წელს კუბრიკის მიერ გადაღებული 2001: A Space Odyssey აქტუალობას არ კარგავს და დღემდე ვიდეო-ინსპირაციის წყაროდ რჩება.
ელექტრო მოწყობილობების ბრენდმა “STIHL”-მა ელეგანტური რეკლამა გადაიღო, რომელიც “2001: A Space Odyssey”-ს მიხედვით შექმნეს. ნელი, ჰაეროვანი და კოსმიური ეფექტებით დატვირთული რეკლამა არც მეტი და არც ნაკლები ფოთლების მტვერსასრუტისთვის გაკეთდა.
რეკლამა სააგენტო “Altmann + Pacreau”-ს ეკუთვნის.