in

2015 წლის გლობალური კრეატიული ტრენდები (ნაწილი I )

ძლიერი სუსტი სქესი

თუ 2014 წელს სოციალური და კომერციული რეკლამები ქალს თვითშეფასებაზე ესაუბრებოდა 2015 წელს თემა უფრო აქტუალურად შემოიჭრა და წარმატებული სარეკლამო კამპანიის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემატიკას დაეთმო.

ყველაზე ნათელი მაგალითი “Gatorade”-ს რეკლამა და  Always-ის სარეკლამო კამპანია გახდა, რომელმაც აუდიტორიის და რეკლამის ფესტივალების ყურადღება მიიპყრო.

https://youtu.be/VhB3l1gCz2E

 

 

ფერადი ადამიანები

ერთსქესიანი წყვილები ბრენდების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყველაზე აქტიურად თანასწორობის თემაზე “Campbell’s”, “Wells Fargo”, “Tiffany & Co” საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ გეი-პროპაგანდაში ბევრ ბრენდს ადანაშაულებენ, სარეკლამო რგოლების რიცხვი კლებადობის მაგივრად იზრდება.

https://youtu.be/7rZOMY2sOnE

https://youtu.be/DxDsx8HfXEk

პაროდია სარეკლამო კამპანიებზე

ცუდი ტონია, როდესაც იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ, მაგრამ რეკლამები, სადაც სარეკლამო კამპანიებს და კრეატორებს დასცინიან 2015 წელს უხვად გადაიღეს. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევებიც კამპანიის ნაწილია და რეკლამაზე უარის თქმას არავინ აპირებს.

https://youtu.be/bgK561sqTJc

https://youtu.be/rwmsk06PAHo

Emodzi

Emodzi (იაპონურად ნახატს, სიმბოლოს ნიშნავს) 2015 წელს ვირტუალური კომუნიკაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი “Emodzi”-ი გახდა. სიმბოლოებმა სიტყვები ჩაანაცვლეს და ვირტუალური კომუნიკაცია გაამარტივეს. პიქტოგრამებმა რეკლამაც დაიპყრეს და “Starbucks”, “Dove”, “Star Wars”, “Coca-cola”-ს რეკლამის ნაწილები გახდნენ.

“სამეფო კარის თამაშების” პაროდია გლობალური დათბობის საწინააღმდეგო რეკლამაში

ბიბლუსის საახალწლო რგოლი – ,,აჩუქე წიგნი”.