საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17.0 პროცენტით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები შარშან რეკორდული იყო.
2018 წელს, ექსპორტმა 3 362.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა.