20
Dec
2018

საუკეთესო კადრები 2018 წლის ქორწილებიდან – შიში და სიხარული ფოტოგრაფების ობიექტივში

20 Dec 2018

საქორწინო ფოტოგრაფია ფოტოგრაფიის საკმაოდ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. წლების განმავლობაში, ამა თუ იმ ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის დოკუმენტირებისას, ფოტოგრაფებმა გვაჩვენეს სტილისა და სათქმელის მრავალფეროვნება. სხვა მიმართულებების მსგავსად, ქორწილის ფოტოგრაფიაც იქცა სფეროდ, რომელსაც პროფესიონალები, შესაბამისი თემატიკის კონკურსებისას აფასებენ. ერთ-ერთი ასეთი კონკურსია Fearless Awards, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, კონკურსის შექმნით უნდოდათ შეერჩიათ და ფართე საზოგადოებისთვის წარედგინათ ის სუნთქვისშემკვრელი კადრები, რომლებიც ქორწილისას, ფოტოგრაფის მახვილ თვალს არ გამორჩება. Fearless Awards-ის ფარგლებში, 100 მონაწილიდან მხოლოდ 2 გადიოდა ფინალში. წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც ასეთი კონკურენციის პირობებში, საუკეთესოებად აღიარეს.

ამ ეტაპზე, Fearless Awards-ის ვებგვერდი 3100-ზე მეტ ქორწილის ფოტოგრაფს აერთიანებს. ისინი ყოველდღე უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და ინსპირაციას, ასევე, კადრებს, რომლებზეც ადამიანური დრამა, შიში, სიხარული და თუნდაც, სახალისო მომენტი აღბეჭდეს.

განხილვა