ამერიკულმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ SplashData, 2018 წლის ყველაზე სუსტი პაროლები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ ჰაკერობისგან ძალიან შორს მდგომი ადამიანისთვისაც ადვილად გასატეხ პაროლებს, როგორიცაა: 123456, 123456789, „password“ და ა.შ. წარმოგიდგენთ კომპანიის მიერ გამოვლენილ 30 ასეთ პაროლს. მანამდე კი, უნდა აღვნიშნოთ, რომ SplashData სპეციალიზირებულია უშუალოდ, პაროლების მიმართულებით და ათ წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კომპანიის კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს. 2018 წლის ყველაზე სუსტ პაროლებს კომპანიამ სახალისო ვიდეორგოლიც მიუძღვნა:
2018 წლის ყველაზე სუსტ 30 პაროლში შედის:
1. 123456
2. password
3. 123456789
4. 12345678
5. 12345
6. 111111
7. 1234567
8. sunshine
9. qwerty
10. iloveyou
11. princess
12. admin
13. welcome
14. 666666
15. abc123
16. football
17. 123123
18. monkey
19. 654321
20. !@#$%^&
21. charlie
22. aa123456
23. donald
24. password1
25. qwerty123
26. zxcvbnm
27. 121212
28. bailey
29. freedom
30. shadow











