საავიაციო უსაფრთხოების ონლაინ პორტალმა Airlineratings.com 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ Airlineratings.com მსოფლიოს 435 ავიაკომპანიის მონაცემებს აკვირდება აწარმოებს და ყოველწლიურად აქვეყნებს მათ რეიტინგს. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, პირველ ადგილს Air New Zealand იკავებდა, თუმცა, ამჯერად, 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად Singapore Airlines დასახელდა.
ავიაკომპანიების რეიტინგი მათი უსაფრთხოების, მგზავრების შეფასებების, რენტაბელობის, საინვესტიციო რეიტინგის, ფლოტის ასაკის, სერვისების, ადგილების განაწილებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით დგება.
Forbes.com-ის ცნობით, სინგაპურის ასეთი წინსვლა მისი ფლოტის გაფართოებამ და ახალი მარშრუტების დამატებამ განაპირობა. ავიაკომპანია ახალ Airbus A380-ს სთავაზობს მგზავრებს, სადაც პირველი კლასის დახვეწილი აპარტამენტებია წარმოდგენილი.
საუკეთესო ათეულში მოხვდნენ შემდეგი ავიაკომპანიები: Singapore Airlines, Air New Zealand, Qantas, Qatar Airways, Virgin Australia, Emirates, All Nippon Airways, EVA Air, Cathay Pacific, Japan Airlines. სრული რეიტინგის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
ამას გარდა, გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო პირველი კლასი: Singapore Airlines
საუკეთესო ბიზნეს კლასი: Qatar Airways
პრემიუმ ეკონომია: Air New Zealand
ეკონომია: Korean Air
საუკეთესო გუნდი: Virgin Australia
საუკეთესო ქეთერინგი: Qatar Airways
საუკეთესო ლაუნჯი: Qantas Airways
საუკეთესო გასართობი გარემო: Emirates
საუკეთესო რეგიონული ავიახაზები: QantasLink
გაუმჯობესებული სერვისი: Philippine Airlines
მცირებიუჯეტიანი: Westjet (ამერიკა), AirAsia/AirAsia X (აზია-წყნარი ოკეანე) and Wizz (ევროპა)
ხანგრძლივი ფრენები: Emirates (შუა აღმოსავლეთი), EVA Air (აზია-წყნარი ოკეანე), Lufthansa (ევროპა) and Delta (ამერიკა)
განხილვა