კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აშშ-ში, 2019-nCoV-ის მქონე პაციენტს რობოტი უვლის. უკვე ცნობილია, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, შესაბამისად, ვაშინგტონში მდებარე Providence Regional Medical Center-ში, პაციენტის პალატაში სპეციალური რობოტი იმყოფება. მას შეუძლია პაციენტის „გასინჯვა“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების მუშაობის კონტროლი და ვიდეოკონფერენციისთვის, ერთგვარ პლატფორმად ქცევა. CNN-ის ცნობით, რობოტი მეტია, ვიდრე ერთგვარი პლატფორმა, რომლის გავლითაც ექიმები პაციენტს უკავშირდებინ. გარდა ამისა, ექთნებს ხანდახან მაინც უწევთ პალატაში შესვლა, რათა მისი კამერა გადააადგილონ. რობოტს შეუძლია ფონენდოსკოპით პაციენტის გასინჯვა, როგორც ამას ექიმები აკეთებენ.
აღნიშნულ კლინიკაში, კარანტინის სისტემაში რობოტების ჩართვა 2014-2016 წლებში, ებოლას ვირუსის გავრცელების დროს მოხდა. ამ გზით კი ვირუსის სამედიცინო პერსონალზე გადადების რისკის შემცირებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება კორონავირუსს, ამ ეტაპზე, (2020 წლის 28 იანვარი), მსოფლიოს მასშტაბით, დადასტურებულია კორონავირუსის 4500 შემთხვევა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 106 ადამიანი.