in

2019 წლის ძლიერი და გავლენიანი ბრენდების Top 10

2019 წლის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ბრენდი, სტატისტიკის მიხედვით, Ferrari არის. იტალიური მანქანათმწარმოებელი კომპანიის მაჩვენებელი ასეთია – 100-დან 94.8 ქულა. ათეულში შედის შვეიცარიული საათების კომპანია Rolex და Coca – Cola, თუმცა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთი შეხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გაზიანი სასმელი, ამ რეიტინგში მე-9 ადგილზეა.

ასეთია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ბრენდების ათეული. სტატისტიკა გერმანულ საერთაშორისო კომპანია Statista-ს ეკუთნის და ძირითადი საზომი ბრენდის სიძლიერის ინდექსია [BSI].

„სტატისტიკა აჩვენებს 2019 წელს, მსოფლიოს მასშტაბით 10 წამყვან საერთაშორისო ბრენდს. საუბარია ბრენდის სიძლიერის ინდექსზე [BSI]. სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით არის შედგენილი ათეული. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ პერიოდში Ferrari იყო ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი. შეფასება – 100-დან 94.8 ქულა“.

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, სტატისტიკა ეხება მსოფლიოს მასშტაბით, ბრენდების სიძლიერის მაჩვენებელს 2019 წლის უკვე გავლილ პერიოდს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას:

„სიძლიერის მაჩვენებელი რომ განვსაზღვროთ, შევიმუშავეთ ბრენდის სიძლიერის ინდექსი [BSI]. ჩვენ ვაანალიზებთ ინვესტიციებს მარკეტინგის მიმართულებით, ბრენდის კაპიტალს (რეპუტაცია მომხმარებლების, პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირების შეფასებით) და რა თქმა უნდა, ამ ფაქტორების გავლენას ბიზნესის ეფექტურობაზე. აღნიშნული მაჩვენებლების დეტალური ანალიზის შემდეგ, ბრენდს ენიჭება BSI-ის განმსაზღვრელი ქულები [მაქსიმალური ქულა – 100], რაც ბრენდის ღირებულებიდან ითვლება. ამ ყველაფრის საფუძველზე დგება ბრენდების რეიტინგი“.


#სადანროგორ: ღონისძიებები 11-15 აპრილი

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი X)