ვისწავლეთ, რომ ცხოვრება ზმნაა და მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ. სულ ვეცადოთ უფრო მეტი ვაკეთოთ და ახალი სტანდარტები დავისახოთ.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/527215248113919/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ვისწავლეთ, რომ შენი თავგადასავალი შენ უნდა მართო. მეტი არავისზე არაა დამოკიდებული ჩვენი წარმატება. თითოეული გადაწყვეტილება, მიგვიყვანს სხვა განვითარებასთან. თუმცა არჩევანი სწორსა და არასწორს შორის კი არა, ხშირად უფრო მარჯვნივსა და მარცხნივს შორის არის ხოლმე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულიად ახალი ფორმატის კონტენტს შევჭირდებოდით და ურთულესი იყო. თუმცა დავინახეთ რომ ინტერაქტიულ ამბის თხრობაშია მომავალი და გვიხარია რომ მის შესაწვლაში უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.
გავიხსენეთ, რომ იუმორი და სილაღე კვლავ ძალიან საჭიროა. კარგია, როდესაც ვიღაცებს ვაღიმებთ, მაშინ, როდესაც სოციალური ქსელი ძალიან დამძიმებულია. იქნებ, ასე რეკლამა უფრო სასურველი კონტენტიც გახდეს მომხმარებლისთვის.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/934264973587010/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/663455430856118/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ვისწავლეთ მუსიკას კვლავ დიდი ძალა აქვს. ეროვნულს კი მითუმეტეს. სელებრიტებიც მუშაობს, თუმცა მათი მონაწილეობის საინტერესო ფორმაა ხოლმე საპოვნელი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/993390304371749/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ვისწავლეთ, რომ განსხვავებული ვიზუალური გამოხატულებები ყოველთვის მუშაობს. ახალი ექსპერიმენტების კეთება კი სულ აუცილებელია.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/2299343650315171/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ა ჰო, მთავარი… 2019 წელი ჩვენთვის ყველაზე რთული, დატვირთული და დაძაბული წელი გამოდგა. მუშაობის 10 წლის თავზე მივხვდით რომ სტრესის და გადამეტებული სამუშაო საათების რომანტიზება მავნებელია. რომ მეტად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე და მორალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უნდა გავერთოთ, ვითამაშოთ, გამოვიძინოთ, კარგადაც ვჭამოთ, არაფერზე ვიფიქროთ, გავიღიმოთ, გავიხსნათ, გავილაღოთ და გარეთ გამოვუშვათ ჩვენში ბავშვი, რომელმაც იცის როგორ გაცდეს საზღვრებს, არ დაუჯეროს შეზღუდვებს და უბრალოდ მიიღოს ცხოვრებისგან ბევრად მეტი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/1023980254620930/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
უსაზღვრო შესაძლებლობებს გისურვებთ 2020-ში.












