in

რა გვასწავალა 2019-მა წელმა?! – WINDFOR’S-ის #აზრები

M2
M2

ბექა მეფარიშვილი. აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი:

„ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ“, WINDFOR’S-ის სხვა თანამშრომლები, სხვადასხვა გადაჭედილ, საახალწლოსიმღერებჩართულ მოლში, საჩუქრების შესაფუთი ჯიხურების რიგებში მიიკვლევენ გზას – დღეს ჩვენთანაც Secret Santas-ს საჩუქრების გახსნის დღეა. თანამშრომლების სხვა ნაწილი კი, ვინც საჩუქრების შეძენა-შეფუთვაზე გუშინ იზრუნა, აქტიურადაა ჩართული WINDFOR’S-ის დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების მზადებაში. შესაბამისად, 2019 წლის შემაჯამებელი სტატიის დაწერა, მოუცლელობისდა გამო, არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. 

გადავწყვიტეთ, ცოტ-ცოტა დაგვეწერა ყველას, ვისთვისაც რამდენიმე წუთის გამონახვა დამღუპველი არ იქნებოდა. 

მაშ ასე,  აი, რა გვასწავლა 2019-მა წელმა: 

ირინა საყვარელიძე. სინიორ კოპირაიტერი:

არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს რომელიმე მიყრუებულ სოფელში ხარ, თუ იტალიის რომელიმე ვილაში ანდრეა პირლოსთან ერთად, მთავარია, იმ ადამიანებთან ერთად იყო, ვისთან ერთადაც გულწრფელად გიხარია მუშაობა და ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი. 

2019 წელმა კიდევ ერთელ დაგვარწმუნა, რო მთელი დღე ერთად გატარებულებს, საღამოს მაინც ერთად ყოფნა გვიხარია. რატო არ ამოგვივიდა ერთმანეთი ყელში, კაცმა არ იცის. 

არ უნდა დათანხმდე კუმისელი რეიკის ფეხებად ყოფნას, რადგან 3 საათი უნდა გისვან გრიმი ფეხებზე და რაც ყველზე კრიტიკულია, საჭირო ოთხაში ვერასდროს ვერ შეხვალ. 

ნინო გორდელაძე. აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი:

კადრს მიღმა ხმა (V.O.) უნდა გაჩუმდეს.

შესაძლოა, ადრეც ასე ვფიქრობდით, მაგრამ გაწელილი ომივით გადაგორებულმა ორი ათას ცხრამეტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ნამდვილი განცდები იქ ჩნდება, სადაც არ ელოდები. მაყურებელს, მსმენელს, განსაკუთრებით კი, საგრძნობლად გაზრდილ სამიზნე აუდიტორიას (ბოლოს და ბოლოს, ეს წელი ყველამ ერთად გადავიტანეთ) ვეღარ აუბნევ თავგზას საჭირო მომენტში გაჟღერებული მელოდიითა და სწორად შერჩეული სიტყვებით. უნდა ვაღიაროთ, ჩვენს შემთხვევაშიც, „განზრახ ემოციურობას“ მოკლებულმა კომუნიკაციამ – ვიდეორგოლებმა, კამპანიებმა ყველაზე კარგად „იმუშავა“. 

გავიაზრეთ – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია იყო ნეიტრალური, როცა საქმე ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა ქველმოქმედება ან თუნდაც, კრიტიკული დაავადებები, მაყურებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რას იგრძნობს.

 

ნიკუშა ჩიქოვანი. ჯუნიორ არტ დირექტორი:

2019-მა წელმა დაგვარწმუნა, რომ საქმე, რომელსაც გულით აკეთებ და არ გჭირდება დამატებითი მოტივაცია, ყველაზე ხარისხიანად შესრულებულია. საქმის მონდომებით კეთება და სამუშაო სივრცეში კომფორტულად ყოფნა 100-ჯერ უფრო პროდუქტიულს ხდის ადამიანს. მთავარია, იყოს სილაღე, ნაკლები ფორმალობა და ნაკლები სიმკაცრე, პროდუქტიულობა და სტიმული კი თავისით მოვა – თუკი სწორ ადგილას ხარ.

 

 

Joakim Lundin. Art Director:

2019 was the year when brands and companies, large and small, suddenly became climate activists on a continuous basis. ’The Greta Effect’ has been fully applied in the communications industry. In most cases it’s done for their own gain and to sell more products or services, but we have also seen good examples of brands and players who have re-evaluated their own position in the market and offered nice and smart solutions to a more demanding consumer. All in order for us to have a planet left for Greta’s generation. The value-driven communication is starting to become watered down and the consumer confidence will soon be lost. 

For me, as a creative, this has planted a way of thinking and approach to how I respond to tasks and briefs. How can I influence the outcome of this project and how can it ultimately affect the brand and the market? In my opinion, this is the Greta Effect’s greatest strength and what will really contribute to change. In September I moved from Greta’s homeland Sweden to learn more about how a market can differ between countries but also to learn things about myself and how I act as a creator in different contexts. At WINDFOR’S I ended up in a context which is both exciting and stimulating as there is both curiosity and a drive to learn all the time among the people here.

მარი სუხიშვილი. სინიორ არტ დირექტორი: 

2019-მა წელმა საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ მიყვარს…არაფერი. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ზურა ჩაჩუა. კოპირაიტერი:

ჩვენს სფეროში დროს არც ისე დიდ პატივს სცემენ („პუნქტუალური შემოქმედი ნდობას არ იმსახურებს“). და ეს სწორიცაა, რადგან დრო ილუზიაა. თუმცა, ვინდფორსში გატარებულმა პერიოდმა პრაქტიკაში მაჩვენა, რომ საყველპურო დისციპლინა ხშირად კრიტიკულად აუცილებელია. აქვე ზოგიერთი რამ, რაც განვლილმა წელმა და ვინდფორმსა მასწავლა: მასწავლა, რომ მასპინძლობის დიდი ტრადიციის მიუხედავად ქართველებს მისი კიდევ უფრო დახვეწა შეგვიძლია. მაზიარა სვანურ მითოლოგიასთან. გავიცანი ქართველი ცუკერბერგი. მასწავლა, რომ კლიენტები არასოდეს იცვლებიან, რომელი სააგენტოდანაც არ უნდა მიუდგე. ქართული ლუდის კამპანიებზე ფიქრი ზოგჯერ მის დაგემოვნებაზე უფრო სასიამოვნოა. რომ დიადი მიზნისთვის საერთო ენის გამონახვა თბილისის მერიასთანაც კი შეიძლება. რომ ადამიანებს უყვართ თავიანთ გამოგონილ სიმულაციებში არსებობა. და რაც მთავარია, მასწავლა, რომ მთავარი არაფერია.

გიგა წიქარიშვილი. არტ დირექტორი:

დავრწმუნდი, რომ კომუნიკაცია ყველგან და ყველაფერშია. ამიტომ უფრო მეტი გაფაციცებაა საჭირო შენს ყოველდღიურ რუტინაში, რომ დაინახო ის რაც შენს ცხვირ წინაა და თან არ დარჩე “ახლომხედველი”.

სოფი ივანიშვილი. კოპირაიტერი:

ამ მომენტში ძირში ვარ, კენწეროში თუ ერთ-ერთ განტოტებაზე ჩამოკონწიალებული, არ ვიცი, მაგრამ 2019 წელს სწავლა საკმაოდ ტკბილი გამოდგა.

ვისწავლე, რომ თურმე:

  • Google slides-ი ღვთით მოვლენილი საჩუქარია კრეატიული სააგენტოს ამქართათვის.
  • არ არის აუცილებელი ზუსტად დედლაინის წინა დღეს/ღამეს მუშაობა
  • პრეზენტაციის კარგად ჩატარება ინტროვერტებსაც შეგვძლებია
  • ბლოკნოტში ჩარჩენილი ძველი, გამოუყენებელ იდეები გადაჩიჩქვნას იმსახურებენ ხოლმე
  • ყველა გამოუვალი მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია, ცოტა ხანი დაივიწყო, რომ მდგომარეობა გამოუვალია
  • Top of mind იდეები ყოველთვის ცუდი იდეები არ არიან
  • დაფაზე აბდაუბდად მიწერილი პერსონაჟები ეკრანზე რომ ცოცხლდებიან, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა

ბექა მეფარიშვილი. აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი: 

მე კი, 2019-მა რა მასწავლა არ ვიცი, მაგრამ ამ ნააზრევების გაერთიანებისას, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, თუ რამდენად განსხვავებულები ვართ და ამავე დროს, რამდენად გვეხმარება ეს განსხვავებულობა საქმის კეთებაში და ზოგადად, კარგად ყოფნაში. როგორც ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა და წელს ხშირად გავიმეორეთ – „ძალა ერთიანობაშია და არა ერთნაირობაში“.

კაის თქმა მოსულა! – თიბისი დაზღვევის ვიდეორგოლი

ავტოგასამართი სადგური, რომელიც ლონდონში გამოგზაურებთ – „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასრულდა