in

2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები SANGU-სთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის  „ონლაინ“ სწავლებაზე გადადის.

 

„სამწუხაროა, რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე დავდექით, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გამართულად მივყვეთ მიმდინარე პროცესებს. ჩვენ უნივერსიტეტს აქვს  ახალი თაობის სმარტ-დაფები, რომლებიც ყველა აუდიტორიაშია განთავსებული და ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, ლექციების ლაივ რეჟიმში „დასტრიმვის“, ჩაწერის და სტუდენტებისთვის გაგზავნის საშუალებას იძლევა“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში SANGUS-ს წარმომადგენელმა.

გამოწვევების მიუხედავად, მზადება ახალი სასწავლო წლისთვის არ წყდება. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტს დასრულდება. ამ პერიოდში აბიტურიენტები ირჩევენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსაც. უნივერსიტეტის შერჩევისას, ბევრ ფაქტორზე ხდება ყურადღების გამახვილება, იქნება ეს სასწავლებლის რეიტინგი, სწავლების ხარისხი, გაცვლითი პროგრამების არსებობა, თუ სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივა.

SANGU უკვე 12 წელია ხარისხიან განათლებას, ხელმისაწვდომს ხდის ახალგაზრდებისთვის. როდესაც ვახსენებთ ხარისხს, ვგულისხმობთ მუდმივად განახლებად სასწავლო პროგრამებს, სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას და კომფორტულ სასწავლო გარემოს, სადაც ახალგაზრდებს მათთვის მნიშვნელოვანი წლების გატარება უწევთ“.

 

2020-2021 სასწავლო წელს და სტუდენტებს  წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი განახლებული სასწავლო პროგრამებით და ინფრასტრუქტურით ხვდება.

უნივერსიტეტის ორივე კორპუსში მოწყობილია სამეცადინო სივრცეები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ღია და დახურული კაფეტერია, ასევე – კომფორტული აუდიტორიები ლიცენზირებული კომპიუტერებით და საკონფერენციო დარბაზები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებულ ყურადღებას  იმსახურებს ახალი თაობის სმარტ-დაფები, ყველა თავისი შესაძლებლობით.

გარდა, გამორჩეულად საინტერესო და თანამედროვე გარემოსი, უნივერსიტეტში უდიდესი ყურადღება ექცევა გაცვლითი და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს. SANGU-ს სტუდენტები აქტიურად გადიან სტაჟირებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. უნივერსიტეტის დასაქმების სამსახური კი, 50-ზე მეტ ადგილობრივ კომპანიასთან თანამშრომლობის გზით, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირების და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

„ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები, საუკეთესო შანსია ახალგაზრდებისთვის ეზიარონ საერთაშორისო ცოდნას და გამოცდილებას. 2020 წელს უკვე სამ ევროპულ უნივერსიტეტთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს ჩვენი სტუდენტების, საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროექტებში ჩართვას. მიმდინარე წელს ევროპის კიდევ ბევრ წამყვან უნივერსიტეტთანაა დაგეგმილი თანამშრომლობა“ – ამბობენ SANGU-ში.

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს საკმაოდ ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია, ამიტომ 2020 წელს ის ნამდვილად საინტერესო არჩევანია აბიტურიენტებისთვის.

[R]

Wolt-მა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია დაამატა

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ოფისში?