ხელოვნური ინტელექტის მქონე მწყემსი და თან ფერმერი რობოტი SwagBot 2016 წელს, კომპანია ACFR-მა (Australian Centre for Field Robotics) შექმნა. თუმცა, ამ დრომდე ის ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი. გამოცემა techcult-ის ცნობით, სხვადასხვა ტიპის ტესტირებისა და ფუნქციების დახვეწის შემდეგ, 2020 წლისთვის ის ბაზარზე გამოჩნდება.
რაც შეეხება SwagBot-ის ფუნქციებს. ის ავტომატურად არჩევს ერთმანეთისგან სარეველა და მოსავლიან მცენარეებს, აშორებს პლანტაციას ზედმეტ მცენარეებს, რაც ფერმერის შრომას საგრძნობლად აიოლებს. ასევე, ის აწარმოებს ბალახის ზრდის მონიტორინგს, შეუძლია შეასრულოს მწყემსის ფუნქცია – გადენოს საძოვარზე ძროხები, ან გადაარჩინოს ისინი, საფრთხის შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია SwagBot-ის როლი არამხოლოდ ფერმერისთვის შრომის შემსუბუქების კუთხით. რობოტის შემქმნელები მის ხელოვნურ ინტელექტს კვლევისთვისაც გამოიყენებენ. მაგალითად, ბიომრავალფეროვნებისა თუ აგროპროდუქტების სასურველი რაოდენობისა და ხარისხის მიღების კუთხით.