3
Jan
2020

2020 წლის ტრენდები კონტენტ მარკეტინგში

3 Jan 2020

ახალ ათწლეულში, კომპანიებს, ახალი მიდგომები სჭირდებათ. განსაკუთრებით, როცა საუბარია კონტენტ მარკეტინგზე, რომლის საშუალებითაც, ბრენდებს, პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მომხმარებლებთან. რა იქნება აქტუალური, ამ მიმართულებით, 2020 წელს? საერთაშორისო გამოცემა Entrepreneur, 5 ყველაზე მნიშვნელოვან ტრენდზე საუბრობს.

Photo Credit: Cecilie_Arcurs

ვიდეო და ლაივ-სტრიმინგი

ვიდეო და ლაივ-სტრიმინგი, ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა ისეთი პლატფორმების დამსახურებით, როგორებიცაა YouTube, TikTok, Twitch. მათი აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება 2020 წელს. HubSpot-ის ცნობით, მომხმარებელთა 54% რჩეული ბრენდებისგან მეტ ვიდეოებს ელის. ასე რომ, თუ კომპანიებს სამიზნე აუდიტორიასთან კიდევ უფრო ახლო კავშირი სურს, რაც შეიძლება ბევრი ასეთი კონტენტი უნდა შექმნას.

კონტენტის ოპტიმიზაცია ხმოვან საძიებო სისტემაში 

სმარტფონებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების [Alexa Siri] განვითარების შედეგად, ძალიან აქტუალურია ხმოვანი საძიებო სისტემა. დღეს, გაცილებით მეტი ადამიანი ეკითხება დიჯიტალ ასისტენტს, „როგორი ამინდია მოსალოდნელი?“, ვიდრე ბეჭდური გზით ეძებს ამ შეკითხვაზე პასუხს. ამიტომ, კომპანიებმა, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ კონტენტის ოპტიმიზაცია ხმოვან საძიებო სისტემებში.

აუგმენტური რეალობის ვიზუალები 

მომხმარებლებს ძალიან უყვართ აუგმენტური რეალობის (AR) ფილტრები, მაგალითად Snapchat-ზე. თანაც, პლატფორმა საკუთარი ეფექტების შექმნის საშუალებასაც იძლევა. კომპანიებმა ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენონ, რადგან მომხმარებლებს ისინი ძალიან მოსწონთ და ხშირად „ადებენ“ საკუთარ ფოტოებს ძაღლის ცხვირს, ენას, ყურეს, ან ლამაზი ყვავილებით აფორმებენ. მაგალითად, Taco Bell-მა თავისი დაბრენდილი, ფილტრი/ეფექტი რომ „ჩაუშვა“ Snapchat-ზე, 224 მილიონი ნახვა ჰქონდა. ამიტომ, ბრენდებმა AR​ რეალობის ვიზუალები აუცილევლად უნდა გამოიყენონ. 

პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლებთან

დღეს, უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ხვდება, რომ გაყიდვების ზრდისთვის მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია. სამიზნე სეგმენტთან პირისპირ საუბარი 2020 წელს კიდევ უფრო აქტუალური იქნება. ამით ბრენდი ორმაგ სარგებელს ნახულობს – ერთი-ერთზე უხსნის დეტალებს სერვისის თუ პროდუქტის შესახებ მომხმარებელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს თავად აუდიტორიისგან – რა მოსწონს, რას ელოდება კომპანიისგან და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, Facebook Messenger-ისა და ჩატ-ბოტების გამოყენებით არის შესაძლებელი.

პერსონალიზებული და დინამიკური კონტენტი 

დღეს, მომხმარებლები, კომპანიისგან, მათ პირად საჭიროებებზე მორგებულ კონტენტს ელოდებიან. Instapage-ის სტატისტიკის მიხედვით, რითეილერისგან, 54%-ს ინდივიდუალური ფასდაკლებები სურს. 2020 წელს ეს მოთხოვნები კიდევ უფრო იზრდება – აუდიტორიას დინამიკური კონტენტი სჭირდება. მაგალითად, ვებ პლატფორმა, რომელიც კონკრეტული მომხმარებლის დემოგრაფიის, ქცევის, ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით შეიცვლება და მას მოერგება. პერსონალიზაციით, ბრენდს შეუძლია, სამიზნე სეგმენტის ინტერესი გამოიწვიოს, დინამიკური კონტენტით კი წაახალისოს და „უბიძგოს“, შეიძინოს შეთავაზებული პროდუქტი თუ სერვისი.

განხილვა