in

ცნობილია 20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს პროგრამით, 100 000 ლარიანი გრანტი მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში, სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა,  თითოეულ მათგანს 100 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. გაგაცნობთ გამარჯვებულ სტარტაპებს:

Multi – სტარტაპი, რომელიც ზრუნავს ბიზნესის იაფი გზებით ინვენტარიზაციაზე;

20.ge – პლატფომა ექსტრემალური აქტივობებით დაინტერესებული ადამიანებისთვის;

ANALYTICSON – ონლაინ სარეკლამო პლატფორმა, რომელიც ციფრულ მარკეტერებსა და გამომცემლებს მსოფლიოს მასშტაბით აკავშირებს;

TYPLINE – სამედიცინო მომსახურების შერჩევისა და რიგის მართვის ონლაინ პლატფორმა;

SoloMoney – ახალი გადახდების სისტემა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაამარტივებს გადარიცხვებს ბანკის გარეშე;

Smart-Aeroponics – სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოღვაწე სტარტაპი, რომელიც სასათბურე მეურნეობების ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნას ისახავს მიზნად;

Multilingual Spellchecker – პლატფორმა სხვადასხვა ენის ტექსტების გრამატიკული შემოწმებისთვის;

Wenu – სტარტაპი ჰორეკა ბაზარზე არსებული მომსახურების გაციფრულებისთვის;

Atime.io – სტარტაპი, რომელიც AI გამოყენებით, მსოფლიოს მასშტაბით, დისტანციურად დასაქმებულებს დროის მენეჯმენტს სთავაზობს;

Kernel – ფინანსური საკითხების მართვის ონლაინ პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;

OurWedding – ონლაინ პლატფორმა რომელიც ეხმარება მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება წყვილებს ქორწინების დაგეგმვაში;

Freeze Tea – ბიოტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე სტარტაპი, რომელიც საქართველოში შექმნილი ტექნოლოგიით აწარმოებს გაყინულ ჩაის;

MyNannyservices – ბავშვის აღზრდის/მოვლის მიმართულებით ქმნის ვირტუალურ სივრცეს;

Healthy snacks points – სტარტაპი, რომელიც საქართველოში შექმნილი ტექნოლოგიის საფუძველზე ქმნის ინოვაციურ და ჯანსაღ სასუსნავებს;

Transcoder Optime – სტარტაპი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ ვიდეო კონტენტის დამუშავების დრო და აპარატურის ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდეს;

Dataninja – აძლევს ბიზნესს შესაძლებლობას, მართოს ციფრული რეკლამა ერთი პლატფორმიდან;

Zapa  – მუშაობს, რომ ვირტუალური და გაფართოებული რეალობის დახმარებით გაამარტივოს ონლაინ შოპინგი;

Multifunctional Self-cleaning Window – ქართულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, პატენტით გამყარებული – ჭკვიანი ფანჯარა, რომელშიც ინტეგრირებულია ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების სენსორები, ასევე, აქვს ავტომატური წმენდისა და ჰაერის იონიზაციის ფუნქციაც;

H&Z – მუშაობს ფუტკრების დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიმართულებით, ჰომეოპათიური საშუალების გამოყენებით;

Gymstnict – ქმნის ჭკვიან მოწყობილობებს ფიტნეს და გამაჯანსაღებელი კომპლექსებისთვის.

ლევან ბერძენიშვილის წიგნი EBRD-ის ლიტერატურული პრიზის ნომინანტია

კარგი დიზაინერი ემოციური ენციკლოპედისტია – ბატონო?