30
Aug
2019

2020 წლისთვის, Nasa მარსზე ვერტმფრენს გაგზავნის

30 Aug 2019

Alta
Alta


NASA-ინჟინრებმა ხომალდს Mars 2020 სპეციალური ვერტმფრენი მიამაგრეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი ვერტმფრენი, რომელიც სხვა პლანეტაზე გაფრინდება. Jet Propulsion Laboratory-ს ცნობით, ეს არის ორძრავიანი, მზის ენერგიაზე მომუშავე ვერტმფრენი, რომელშიც მარსზე დაშვებამდე, უსაფრთხოდ მოთავსდება როვერი. მარსთან მიახლოების შემდეგ, ის ხომალდისგან გამოცალკევდება, საცდელი ფრენის არეალი კი Jezero Crater-ია, სადაც ვერტმფრენი, როვერიანად უნდა დაეშვას.

წარმატებული დაშვების შემთხვევაში, როვერი, რომელსაც ვერტმფრენი გადაიტანს, მარსის ზედაპირის შესწავლას დაიწყებს, ხოლო ვერტმფრენი მარსიდან აფრინდება და წითელი პლანეტის დათვალიერებას საჰაერო სივრციდან დაიწყებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ვერტმფრენი დედამიწაზე მარსის ისეთ ვიზუალებს გამოგვიგზავნის, რომლის ნახვისა და შესწავლის საშუალებაც აქამდე არ გვქონია.

ხომალდი Mars 2020 დედამიწიდან 2020 წლის ივლისში აფრინდება, წითელ პლანეტამდე კი 2021 წლის 18 თებერვლამდე მიაღწევს.

განხილვა