6
Jan
2020

2020 წლის ოთხი ვიზუალური ტრენდი

6 Jan 2020

Adobe Stock-მა ვიზუალური ტრენდების ყოველწლიური პროგნოზი გამოაქვეყნა, რითაც მარკეტერებს მიანიშნა, რა მიმართულებები იქნება აქტუალური 2020 წელს. როგორც ცნობილია, ეს ტენდენციები კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მოძრაობებთან, რაც უამრავ ინდუსტრიას შეეხება. მაინც, რა ტრენდებზეა საუბარი?

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა

თუკი, ჯერ კიდევ, ახლო წარსულში, ასაკი გარკვეულ სტერეოტიპებთან იყო დაკავშირებული, მაგალითად, შენელებულ რეაქციებთან და დახმარების საჭიროებასთან, დღეს ამ ყველაფერს სხვანაირად ვხედავთ. ასაკი მიმზიდველობისა და პროდუქტიულობის სიმბოლოდ აღიქმება.

თვითგამოხატვა

2020 წელს, ადამიანებს სულ უფრო მეტი მოთხოვნა ექნებათ ბრენდების, პოლიტიკოსებისა და საჯარო სახეების მიმართ, რომ იყვნენ გულწრფელები და პასუხობდნენ კულტურულ სახესხვაობას. ესეც, ვიზუალური ტენდენციების კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია.

მაკიაჟი არ არის ნიღაბი

პერსონალური სტილი აღარ ემსახურება სილამაზის უმაღლესი სტანდარტების მიღწევას. 2020 წელს ყურადღების ცენტრში ექცევა სილამაზის დადგენილი კანონების ნგრევა და თვითგამოხატვის ბუნებრივი გზების ძიება.

“ჩვენ”, “მეს” ნაცვლად

მოსალოდნელია, რომ 2020 წელი კიდევ უფრო მეტი მიზეზით გააერთიანებს ადამიანებს, ზეტ თაობისა და მილენიალების დიდი ძალისხმევით. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზავნილების ვიზუალურად გამოხატვა. ბრენდების გამოწვევაც ეს იქნება – წარმოაჩინონ კომუნის მკაფიო აღქმა და განცდა, რეზონანსში მოვიდნენ მათი ცხოვრების სტილთან, შექმნან კავშირები და გაცნობიერებულად ეურთიერთონ მომხმარებელს.

ეს ტრენდები მრავალმხრივია, შესაბამისად, ვიზუალური წარმოსახვის მრავალფეროვან არჩევანს გვაძლევს. შემოქმედებითი ადამიანები წელს გამოწვევის წინაშე არიან, წინ წამოწიონ მაყურებელთა იდენტობა და ინტერესები და ამავდროულად, იცოდნენ, რა იზიდავს მათ ყურადღებას.

 

წყარო: Adweek

განხილვა