in

კვლევა — 2021 წელს ძაღლების უმეტესობას Zoom და Fauci დაარქვეს

ადამიანთა ნაწილი თავის ოთხფეხა მეგობრებს Siri-ს და Britney-ს უწოდებს

veon
veon

Rover-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიამ ძაღლების სახელებში აღალი ტენდენცია დაამკვიდრა — ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარკში სეირნობისას გაიგებთ, როგორ მიმართავენ ძაღლებს Zoom, Fauci ან Britney-ს ძახილით… 

გარკვეულწილად ამის მიზეზი ის გახდა, რომ კარანტინის და ჩაკეტილობის ჟამს ძაღლების ყიდვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანგარიში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა მომხმარებლების მიერ ვებგვერდზე შეყვანილ მილიონობით სახელს ეფუძნება.

“შესაძლოა, ზოგიერთმა ისეთი სახელი აირჩიოს, რომელიც მათი შინაური ცხოველის ხასიათს ასახავს. თუმცა ბევრმა მათგანი ცდილობს, ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობას გაუსვას ხაზი და ისეთი სახელი შეარჩიოს, რომელიც თავად პატრონის და ცხოველის პიროვნებას ასახავს” — აღნიშნავს კეიტ ჯაფი, Rover-ის პროდუქტის განვითარების მარკეტინგის დირექტორი.

ცნობილია, რომ Zoom-ის სახელის მქონე ძაღლების რაოდენობა 443%-ით გაიზარდა. მომხმარებელთა 270% კი სახელ Fauci-ს ამჯობინებს, მაშინ როცა 131% თავის ოთხფეხა მეგობარს Siri-ს უწოდებს. ამასთან, მოსალოდნელი პროგნოზების მიხედვით, სახელ Zoom-ის პოპულარობა მეტად გაიზრდება, რადგან ეს იმ ემოციურ ბმას უკავშირდება, როცა სახლში გამოკეტილ ადამიანებს მხოლოდ შინაური ცხოველები ჰყავდათ გვერდით.

ჩვეულებისამებრ, ისეთმა ცნობილმა სახელებმა, როგორიცაა Boseman  და Chadwick, კვლავ შეინარჩუნა ზრდის ტენდენცია — შესაბამისი 1063 და 400 პროცენტიანი მაჩვენებლით. ასევე, ყურადღების ცენტრში მოექცა ბრიტნი სპირსი, თავისი მეურვეობის საკითხის გამო. ამის პარალელურად, ისეთი სახელები, როგორიცაა ელენი, კანიე და ტეილორ სვიფტი, 2021 წლის განმავლობაში არც ისე პოპულარული იყო.

გარდა ამისა, გაიზარდა საკვების დასახელებების გამოყენება, განსაკუთრებით ფრანგული წარმოშობის — Caviar (800%), Dijon (700%), Baguette (600%) და Raclette (300%).

საერთო ჯამში, მოწინავე ადგილებს იკავებს სახელები ბელა, ლუნა ლუსი და დეიზი. ხოლო მამრებისთვის სახელების პოპულარობა ასე გადანაწილდა: მაქსი, ჩარლი, მაილო და ბადი. “ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენს ძაღლებს თავი საყვარლად და განსაკუთრებულად იგრძნონ, ამიტომ ბედნიერების განცდა მართლაც მნიშვნელოვანია და მას სახელი აქვს” — ამბობს ელისი.

კარფური უკვე რუსთავშია – ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში

როდის არის სამსახურში ავტონომია ეფექტური და როდის — არა?