in

2021 წლის პირველ ნახევარში ციფრული რეკლამის დანახარჯი 49%-ით გაიზარდა

თანხის თვალსაზრისით, დანახარჯი 10.5 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა

veon
veon

სიფრთხილემ და ყოყმანმა დაუთმო ციფრული რეკლამის განმთავსებელთა უსაზღვრო ოპტიმიზმს დაუთმო ადგილი – მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მისი დანახარჯი 49%-ით, ანუ 10.5 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატისტიკის თანახმად, სარეკლამო ხარჯები 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით 42%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ინდუსტრია პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. ასეთი სწრაფი ზრდა IAB ციფრული სარეკლამო ხარჯების უახლეს ანგარიშშია დოკუმენტირებული, რომელიც PwC-ს მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა.

2021 წლის ზრდა მართლაც ყველა დიდი სტატისტიკური ნახტომია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა მედია კომპანიებში. ელექტრონული კომერციის ბაზრის აყვავების, გაუმჯობესებული წარმოების ლოჯისტიკისა და ლოკდაუნის გვირაბის ბოლოს გაჩენილი სინათლის გარდა, IAB გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ცხოვრების წესის ცვლილებასაც ასახავს. ამ უკანასკნელთა ონლაინ რეჟიმში ყოფნა 6%-ით გაიზარდა.

IAB UK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ მეუმ აღნიშნა – “პანდემიამ კომპანიები აიძულა, დაეჩქარებინათ ან გაეუმჯობესებინათ თავიანთი ელექტრონული კომერციის შეთავაზებები. რეკლამის განმთავსებლებმა, თავის მხრივ, უფრო ციფრულზე ორიენტირებული სტრატეგია მიიღეს, რადგან ეს ის გარემო იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდა იზოლაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა ვიდეო კონტენტმაც და იგი ეფექტური ბრენდინგის ნაწილად იქცა”. 

საძიებო სისტემა კვლავ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ არხად რჩება, რომლის გამოყენებაც მიმდინარე წელს 49%-ით გაიზარდა. თუმცა გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე ვიდეო სეგმენტმაც დიდი ზრდა განიცადა. თავისუფლების შეზღუდვამ ბევრი ადამიანი აიძულა, შვება მობილურ მოწყობილობებში ეპოვათ. სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მობილური რეკლამების ხარჯები, რაც ამ სექტორში ციფრული ინვესტიციების 64%-ს უზრუნველყოფს.

უფრო მეტიც, ციფრული სარეკლამო სექტორის ძლიერ მატებაზე სრულებით არ აისახება შემცირების ნიშნები… ამაში კი უფრო მეტად მაშინ დავრწმუნდებით, როცა 2021 წლის მეორე კვარტალში კიდევ ერთი სტატისტიკური კვლევა ჩატარდება.

“აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე UFC-ს პირველ ქართულ სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოსაა

2022 წლის ტექნოლოგიური ტრენდები საცალო გაყიდვებისთვის