in

2021 წლის მცირე ბიზნესის ეკონომიკური პერსპექტივა

2021 წლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ბიზნეს ლიდერები მზად უნდა იყვნენ მომხმარებელთა საჭიროებების მკვეთრი ცვლილებისთვის. მაგალითად, თუკი თქვენი ბიზნესი პანდემიის დროს წინ მიიწევდა, მზად ხართ პოსტპანდემიური დაღმასვლისთვის? ინვესტორების შიში, რომ Zoom ამისთვის შესაძლოა არ აღმოჩნდეს მზად, კომპანიას აქციონერების დაკარგვად დაუჯდა. აქციაზე $588-იანი პიკის მომენტიდან, დეკემბრის დასაწყისამდე, Zoom-ის აქციების ღირებულება 32%-ით შემცირდა. რატომ? ერთი მხრივ, ეს დაკავშირებულია კარგ ამბავთან – ვირუსის ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან. მეორე მხრივ, ნიშნავს, რომ ინვესტორები ფსონს დებენ პანდემიის დასრულებაზე, ადამიანების ოფისებში დაბრუნებასა და Zoom-ის გარეშე ცხოვრებაზე. Zoom-ის აქციებზე ფასის ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ ზრდის შენელებაზე განაცხადა. რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ იმოქმედა თქვენს ბიზნესზე, ის დასრულდება და ესეც მოიტანს ცვლილებებს. ამდენად, დაგჭირდებათ მომზადება მომდევნო ეტაპისთვის – რეალობისთვის, სადაც ვირუსი აღარ გვიშლის ყოველდღიურობაში ხელს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

2021: ძალების W-ფორმატის აღდგენა

იმის გათვალისწინებით, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მთელი რიგი ინდუსტრიებისთვის და ასევე, რამდენად დადებითად აისახა ის გარკვეული კატეგორიის კომპანიებზე, 2021 წელს, ძალების აღდგენა W-სახით არის მოსალოდნელი. საკუთარ ინდუსტრიას ამ ასოს შემადგენლის სამიდან ერთ-ერთ ნაწილში იპოვნით. ყოველი ნაწილისთვის გაგაცნობთ, როგორი შეიძლება იყოს 2021 წელს ცვლილება და კონკრეტულ საკითხებზეც დაგაფიქრებთ:

1. Covid-19-ის პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა აისახა Zoom-სა და Wayfair-ზე. შეძლებენ ისინი ზრდის გაგრძელებას?

W-ს პირველი საყრდენი ის კომპანიები არიან, რომლებიც პანდემიის პერიოდში აყვავდნენ, დისტანციურად მომუშავე ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო. 2021 წელს, ასეთმა კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ ადაპტირდნენ უპანდემიო რეალობასთან. რას მოიმოქმედებენ, როდესაც ადამიანები დაუბრუნდებიან ოფისებს და ამის ფონზე შეათავსებენ იმ ჩვევების გამოყენებას, რისი ათვისებაც პანდემიის დროს მოუწიათ.

ამ ტიპის ბიზნესის ლიდერებმა უნდა დაიწყონ მომხმარებლებთან ინტენსიური კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

როდესაც პანდემია დასრულდება, დაბრუნდებით ოფისში?
თუ კი – როგორ გაანაწილებთ დროს სამსახურსა და სახლს შორის?
როგორ აისახება ეს ცვლილება თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტის მოხმარებაზე?
რა ახალი სერვისი ან მოდიფიკაცია დაგჭირდებათ, თქვენი სამუშაოს სპეციფიკის ცვლილებიდან გამომდინარე?

პასუხებზე დაყრდნობით, ბიზნესლიდერებმა უნდა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია და იმ ახალი სერვისების პროტოტიპები, რაც მომხმარებლებმა მოითხოვეს. აქტიურად მიიღონ უკუკავშირი და პროდუქტი/სერვისი სრულჰყონ დროულად, სანამ პანდემია დასრულდება.

2. Covid-19-ის პერიოდი მოგებიანი აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვისაც, რომლებმაც თავიანთი პროდუქტი გაზრდილი საჭიროებიდან გამომდინარე, აქტიურად გაყიდეს. რა ელით მათ?

W-ს მეორე საყრდენი ის კომპანიები იქნებიან, რომლებმაც პანდემიის პერიოდში შეძლეს სტრატეგიის გაზრდილ საჭიროებაზე ადაპტირება. მაგალითად, ტექნიკის მწარმოებლები, რომლებმაც ფილტვების სავენტილაციო აპარატების წარმოება დაიწყეს ან ულტრაიისფერი გამოსხივება, რომლითაც ბრილიანტების ინდუსტრიაში იყენებდნენ, ახლა ჰაერში ვირუსის ნაწილაკების მოსასპობად გამოიყენეს. რჩევა ბიზნესებს: ესაუბრეთ თქვენს მომხმარებლებს ინდივიდუალურად, ეძებეთ ინსაითები, საჭიროებები და მათ მოარგეთ პოსტპანდემიური სტრატეგია.

3. რა ბედი ელით კომპანიებს, რომლებმაც 2020-ში იზარალეს (ავიაკომპანიები, კინოთეატრები, თეატრები)? დაუბრუნდებიან კოვიდამდელ ნიშნულს?

სწორედ ასეთი ორგანიზაციები წარმოადგენენ W-ს მესამე საყრდენს. კომპანიები, რომლებმაც თავიანთი ბიზნესის 90% დაკარგეს პანდემიის პერიოდში – ავიახაზები, საკრუიზო ოპერატორები, რესტორნები, კინოთეატრები… სანამ ისინი პანდემიის პერიოდში გადარჩენას ცდილობენ, დასჭირდებათ გაიაზრონ, რომ ვირუსის შემოტევის დასრულების შემდეგ, მათ სერვისზე გაზრდილ მოთხოვნას სათანადოდ უნდა უპასუხონ.

როდესაც პანდემია კონტროლის ქვეშ მოექცევა, ასეთი კომპანიები კვლავაც დაიწყებენ თანამშრომლების აყვანას, მასალების შეკვეთას. ამიტომ, წინასწარ გაითვალისწინეთ მოსალოდნელი სიტუაცია, რათა პოსტპანდემიურ რეალობას სწრაფად აუწყოთ ფეხი.

 

წყარო: inc.



Tesco პოლიეთილენის პარკის წინააღმდეგ

„ბეზპრედელნიკი“ თუ ზედმეტად გაბრაზებული პატიოსანი ბიჭი – ლეგენდა ჩინელი ღამურის შესახებ.