2021 წლის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. გამოდის, ახლა სწორედ ის დროა, კიდევ ერთხელ მოვავლოთ განვლილ 12 თვეს თვალი და გავიხსენოთ, რა იყო მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში კი 10 გამორჩეულად საინტერესო არტ-ინსტალაციაზე ვისაუბრებთ.
კრისტოს ოცნება ასრულდა — პარიზის ტრიუმფალური თაღი ქსოვილით დაიფარა
კრისტოს ოცნება, რომელიც ტრიუმფალური თაღის შეფუთვას უკავშირდებოდა, 2021 წელს რეალობად იქცა. 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით პარიზში საკულტო ძეგლი 25 000 კვადრატული მეტრი გადამუშავებადი პოლიპროპილენის ქსოვილით დაიფარა. პროექტი ხელოვანის ფონდმა დააფინანსა, მისი მოსამზადებელი ესკიზების, ნახატებისა და პროექტის კოლაჟების, ასევე მასშტაბური მოდელების გაყიდვით.
Chiharu Shiota-ს “I Hope” — იმერსიული ინსტალაცია ბერლინის ყოფილ ეკლესიაში
მასიური ნამუშევარი ხელოვანისთვის გაგზავნილ 10 000 წერილს მოიცავს. წითელ ფურცლებზე დაბეჭდილი სიტყვები წითელ ძაფებზეა დამაგრებული. ასევე, მათ შორის ლითონის ნავის ნაწილებია განლაგებული.
JR-ის მიერ ორად გაყოფილი სივრცე ეიფელის კოშკის ქვეშ
ფრანგმა მხატვარმა, თავისი ინსტალაციით, ისეთი ილუზია შექმნა, თითქოს ეიფელის კოშკი ორად გახლეჩილ კლდეზე დგას.
Olafur Eliasson-მა Beyeler Foundation-ის ინტერიერი მწვანე წყლით აავსო
ინსტალაციაში, სახელწოდებით “ცხოვრება” ერთმანეთს ერწყმის მუზეუმი, მიმდებარე პარკი, ურბანული ლანდშაფტი და ბუნება. თავის მხრივ, ოლაფურ ელიასონი ამ პროექტით ადამიანის ხელით შექმნილ კულტურასა და ბუნებას შორის ზღვარს უარყოფს.
Plastique Fantastique Envision-ის ინსტალაცია #stayout
“#Stayout” პერფორმატიული ინსტალაცია იყო ბერლინში, რომელიც ინდივიდების განმეორებით, რუტინულ ჩვევებს ააშკარავებს. ინსტალაციის ფარგლებში შვიდი პნევმატიკური სტრუქტურა მოეწყო, თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით.
Studio Echelman-ის “Earthtime”
ამერიკელი ხელოვანი ჯანეტ ეჩელმანი 2021 წლის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე Mercedes Benz-თან თანამშრომლობდა. სწორედ ამ დროს შეიქმნა მთლიანად გადამუშავებადი ბოჭკოებისგან დამზადებული სკულპტურა, როგორც ჩვენი სისტემის დინამიკური ბუნების სიმბოლო.
“წყლის სული”
Gray Gallery-მ ცნობილი ხელოვანის, Jaume Plensa-ს ახალი ინსტალაცია წარმოადგინა, სახელწოდებით “წყლის სული”. თეთრი ფოსოვანი თავი მისი ყველაზე მაღალი საჯარო სკულპტურაა, რაც კი ოდესმე შეუქმნია.
“ურბანული კოკონი”
ფლორენტინ ჰოფმანის კოლოსალური, ენერგიული და გასაბერი “კოკონი” გოტიკური არქიტექტურის ინტერიერშია მოთავსებული. ინსტალაცია მნახველს ეხმარება, სრულიად ახალი პერსპექტივით დაინახოს ნიდერლანდების გოტიკური ტაძარი და მას ერთგვარი უჩვეულო ეფექტი მიანიჭოს.
ინსტალაცია Sonic Bloom
იური სუზუკიმ საზოგადოებაზე ორიენტირებული, მრავალსენსორული და ინტერაქციული საჯარო ინსტალაცია შეიმუშავა, სახელწოდებით Sonic Bloom. იგი ფერადი ელემენტებისგან შედგება, როგორც ყვავილის ეფექტის მატარებელი. სკულპტურა გარემოს ბგერებს აძლიერებს და ხალხის ხმას მთელი ქუჩის მასშტაბით ავრცელებს.
“დანტეს მოჩვენებათა ციხესიმაგრე”
ედოარდო ტრესლოდი არქიტექტურაზე ორიენტირებული, არამიწიერი სკულპტურების შექმნითაა გატაცებული. ქალაქ რავენას ხელოვნების მუზეუმში (MAR) განთავსებული ინსტალაცია ეფემერულად განმარტავს კლასიკური არქიტექტურის ნაცნობ ელემენტებს.