in

4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა — როდის და როგორ ვუყუროთ მას?

სრული დაბნელება 1 წუთსა და 54 წამს გაგრძელდება

2021 წლის მზის სრული დაბნელება შაბათს, 4 დეკემბერს იქნება — იგი ყველაზე ცხადად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან გამოჩნდება. ხოლო ჩვენ, ვინც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვცხოვრობთ, ამ მოვლენას მხოლოდ ონლაინ დავაკვირდებით, NASA-ს ოფიციალურ იუთუბ არხზე.

M2
M2

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც  სავსე მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. ამავდროულად, მთვარე საკმარისად ახლოს იმყოფება ჩვენს პლანეტასთან, რათა მზის დისკო სრულად გადაფაროს. დამკვირვებლები კი მხოლოდ ვარსკვლავის გარე მოელვარე შრეს, გვირგვინს (ე. წ. კორონას) დაინახავენ.

ეს მოვლენა ყველაზე კარგად ანტარქტიდიდან გამოჩნდება, თუმცა დაბნელების გარკვეული ფაზების დანახვა შესაძლებელი იქნება ისეთი რეგიონებიდანაც, როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა. შედარებით მცირე ხანს გასტანს. ხვალ სრული დაბნელება 1 წუთსა და 54 წამს გაგრძელდება. ხოლო მზის ნაწილობრივი დაბნელების ფაზებს სამხრეთ ნახევარსფეროდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დააკვირდებიან.

2021 წლის დაბნელების დასრულების შემდეგ მომდევნო მზის სრულ დაბნელებას 2023 წლის 20 აპრილს შევძლებთ — ამრიგად, ლოდინი 18 თვეს მოგვიწევს. როგორც NASA-ში აცხადებენ, ამ მოვლენის უფრო მეტად დასახლებული ადგილებიდანაც იქნება შესაძლებელი, მათ შორის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიიდან

USAID/საქართველო, 5 დეკემბერს, დედაენის პარკში ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქტების საახალწლო გამოფენა-ბაზრობას გამართავს

ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში – საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი