in

როგორ ვუყუროთ 2021 წლის ბოლო სუპერმთვარეს – ანუ, “მარწყვის მთვარეს”?

მთვარე ნათების პიკს ჩვენი დროით 22:40-ზე მიაღწევს

ბოლო პერიოდის განმავლობაში მთვარესა და მზესთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა ვიხილეთ – დაწყებული მთვარის დაბნელებით, დამთავრებული მზის ნაწილობრივი დაბნელებითა და ცაზე სუპერმთვარის გამოჩენით. ახლა კი 24 ივნისს, ამ წლის უკანასკნელ სუპერმთვარეს ვიხილავთ და მის დაკვირვებას 3 დღის განმავლობაში შევძლებთ.

როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ორბიტაზე ყველაზე ახლო წერტილ პერიგეას უახლოვდება, ციური სხეული ჩვეულებრივზე დიდი და განსხვავებული შეფერილობისაა. სავსე მთვარე ხუთშაბათის ღამის ცაზე ნათების პიკს ჩვენი დროით 22:40-ზე მიაღწევს, თუმცა პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას The Virtual Telescope Project 2.0-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

აღსანიშნავია, რომ ივნისის სავსე მთვარეს “მარწყვის მთვარეს” უწოდებენ, რაც ინდიელთა ტომს უკავშირდება. როგორც ჩანს, ისინი სწორედ ივნისში იღებდნენ მარწყვის მოსავალს. თუმცა მას სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ, მაგალითად, როგორიცაა, თაფლის მთვარე, ყვავილის მთვარე და სხვ.

ამასთან, მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, არის თუ არა ეს ნამდვილად სუპერმთვარე… ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ღამის ცაზე გამოჩენილ ციურ სხეულს და მეცნიერეთა დასკვნებს – “უბრალო” მთვარეს ვუყურებთ, თუ სუპერმთვარეს?

Instagram-ზე ვიზუალური საძიებო სისტემა ვითარდება!

ნახეთ: 500 კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ ჩაძინებული სპილოები