in

ნახეთ: 2021 წლის ინტერნეტის მსოფლიო რუკა

პოპულარული ვებგვერდები ქვეყნების სახითაა წარმოდგენილი

თითქმის მთელი წლის მუშაობის შემდეგ, ახალგაზრდა სლოვაკმა დიზაინერმა მარტინ ვარგიჩიმ “2021 წლის ინტერნეტის მსოფლიო რუკა” წარმოგვიდგინა. ეს სახალისო და ვრცელი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქსელური კავშირის ვიზუალიზაციას ისახავს მიზნად.

იგი ისტორიული რუკების დიზაინით არის შთაგონებული და დოკუმენტურად გადმოგვცემს 2020-2021 წლების უდიდესი და პოპულარული ვებგვერდების ვიზუალიზაციას. იგი რამდენიმე ათას ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს მოიცავს, რომლებიც წარმოდგენილია, როგორც ცალკეული “ქვეყნები” და ისინი ერთი ტიპისა თუ კატეგორიის მიხედვით არიან დაჯგუფებული – ეს კი ათეულობით განსხვავებულ კლასტერს, რეგიონსა და კონტინენტს ქმნის. მაგალითად, “ახალი ამბები”, “საძიებო სისტემები”, “სოციალური ქსელები”, “ელექტრონული კომერცია”, “ზრდასრულთა გასართობი”, “პროგრამული უზრუნველყოფა” და ა. შ.

ვებგვერდების ფერთა სქემები მათი მომხმარებლების ინტერფეისის ან ლოგოს დომინანტურ ფერს ემყარება. რაც შეეხება უფრო დეტალურ მახასიათებლებსა და ფუნქციებს, ისინი ცალკეულ ქალაქებად თუ სოფლებად არის მონიშნული.

ყველაფრის ცენტრში ინტერნეტ-პროვაიდერები და ვებ-ბრაუზერებია, რომლებიც ინტერნეტის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. მათი დამფუძნებლები და გენერალური დირექტორები კი დედაქალების სახით არიან მოცემულნი. ასობით ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის მომხმარებელი და ცნობილი ადამიანი YouTube-ზე, Facebook-სა თუ Twitter-ზე შეგიძლიათ იხილოთ.

მთები, ბორცვები, ზღვები და ხეობები წარმოადგენს ინტერნეტის, ზოგადად მისი კულტურისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ასპექტების ფართო სპექტრს, ხოლო ინტერნეტისა და გამოთვლითი კომპიუტერების რამდენიმე ასეული პიონერი ქედების სახითაა აღნიშნული.

ACER-ის მწვანე და ტექნოლოგიური ინოვაცია, როგორც ეკომეგობრული და ერგონომიული გამოცდილება

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ეს ინდუსტრია?!