in

2021 წლის ივლისი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო!

კლიმატის ცვლილებები საგანგაშო სახეს იღებს

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ამა წლის ზაფხული განსაკუთრებით ცხელია. ივლისი კი ყველაზე ცხელი თვე იყო კაცობრიობის ისტორიაში.

M2
M2

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) პარასკევს განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისი 142 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო დედამიწაზე. ხმელეთსა და ოკეანეში ტემპერატურა მე-20 საუკუნის შემდეგ საშუალოდ 1.67 ფარენჰაიტით გაიზარდა, რაც უპირველეს ყოვლისა კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული.

“ეს ახალი მაჩვენებელი შემაშფოთებელია და დამანგრეველ გზაზე მიუთითებს, რომელიც კლიმატის ცვლილებებმა შეუქმნა მსოფლიოს” – ამბობს NOAA-ს ადმინისტრატორი, რიკ სპინრადი.

თურქეთიდან ტოკიომდე

გასულ თვეში სიცხის ტალღებმა მსოფლიოს დიდი ნაწილი მოიცვა და რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მაგალითად, იაპონიაში სწორედ ოლიმპიური თამაშების დროს მოიხსნა მაღალი ტემპერატურის რეკორდი. ამავდროულად, სიცხემ განსაკუთრებით დამანგრეველი გავლენა იქონია თურქეთზე – სამწუხაროდ, ქვეყანაში მასშტაბური ხანძრები წარმოიშვა და კონკრეტულ რეგიონებში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გარდა ამისა, ტემპერატურის მატება შეერთებულ შტატებსაც შეეხო, კერძოდ, ორეგონსა და კალიფორნიაში იმდენად დიდი ხანძრები გაჩნდა, რომ მათი კვამლი ნიუ-იორკიდანაც კი მოჩანდა.

კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს მიერ გაკეთებული განცხადება აშკარა საფრთხეზე მიუთითებს… ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებები და შესაბამისად, წარმოქმნილი კატასტროფები უკვე აქ არის. სიტუაცია კი სულ უფრო მეტად გაუარესდება, თუ სერიოზულ ზომებს არ მივიღებთ.

2022 წელს Grand Theft Auto-ს განახლებულ ტრილოგიას ვიხილავთ!

„გაგვიზიარეს ცოდნა და გამოცდილება, რომლის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია უნივერსიტეტებსა და იმ წიგნებში, რომლებსაც ქართველი მარკეტერები კითხულობენ“, – Payze-ს თანადამფუძნებელი კახა გელაშვილი