in

ნახეთ: 2021 წლის ავტომობილების დიზაინის საუკეთესო ათეული

კომპანიები თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებულ მოდელებს ავითარებენ

ბოლო 12 თვის განმავლობაში ბევრი ახალი, ინოვაციური და შთამბეჭდავი მანქანის მოდელი ვიხილეთ. სტატიაში კი საუკეთესო ათეულს წარმოდგიდგენთ, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიპყრო ადამიანების ყურადღება.

1. Vanderhall Brawley

კომპანიას Vanderhall ყველა იცნობს თავისი სამბორბლიანი როდსტერებით. ახლა კი მან პირველი ოთხბორბლიანი მანქანა შემოგვთავაზა, სახელწოდებით Vanderhall Brawley. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს მათი რევოლუციური შემოქმედებაა და ხარისხის ჩვეული უკომპრომისო ერთგულებითაა შექმნილი. ეს არის პირველი სრულად დახურული და სრულად ელექტრო ავტომობილი, თავისი მასიური ბორბლებით.

2. Moby X

Bisimoto Engineering-მა, Porsche-ს ფანტასტიკური მოდელების მწარმოებელმა, თავისი უახლესი პროექტი Moby X წარადგინა. ეს უკანასკნელის ACRONYM-ის თანადამფუძნებელ ეროლსონ ჰიუსთან და კონცეპტუალურ არტისთან, ხიზილ სალემთან თანამშრომლობით შექმნა. 100 პროცენტით ელექტრო და 70-იანი წლების Porsche 935 Moby Dick-ით შთაგონებული მოდელი მართლაც შთამბეჭდავია.

3. Audi Skysphere

2021 წლის მონტერეის მანქანის კვირეულზე Audi-მ Skysphere-ს კონცეფცია წარადგინა. ორკარიანი ელექტრო კაბრიოლეტი ბრენდის დიზაინის ახალ მიმართულებას ჰფენს ნათელს — აქცენტი კეთდება მობილობის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე. კონცეფცია მართვის ორ განსხვავებულ რეჟიმს გვთავაზობს: დიდი მოგზაურობისთვის და სპორტული თავგადასავლებისთვის განკუთვნილ ავტონომიურს.

4. BMW Concept XM

თითქმის 50 წლის შემდეგ BMW-ს მაღალი ხარისხის ქვებრენდი გამოჩნდა სცენაზე. BMW Concept XM-მა პირველი ავტონომიური მანქანა წარადგინა. კონცეპტუალური ავტომობილი დიზაინის ახალ ენას ეფუძნება, როგორც ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი მოდელი.

5. Hyundai Electric 1986 Grandeur

როგორც ჩანს, Hyundai-ს განსაკუთრებით ხიბლავს ძველი მოდელების თანამედროვედ გარდაქმნის იდეა. ჯერ იყო 1975 წლის მოდელის განახლება, შემდეგი არჩევანი კი 1986 წლის მოდელზე შეჩერდა. ეს ე. წ. “Restomod” ელექტრო, რეტრო-ფუტურისტული სტილის მოდელია.

6. Porsche Mission R

როგორც საავტომობილო გიგანტი გვპირდება, 2025 წლისთვის თავის 718 ხაზს სრულიად ელექტროდ გარდაქმნის. სამომავლო დიზაინს კი R Mission-ის კონცეფციის მანქანა უსვამს ხაზს.

7. Rolls-Royce Coupé

Rolls-Royce თანამედროვე ეპოქას სრულიად განსხვავებული, უნიკალური წესრიგით ერგება… სანტიაგო კალატრავას სტილით შთაგონებული მანქანა მეტი პერსონალიზაციის საშუალებას ძლევა, თავისი სინქრონიზებული მექანიზმებით. მათ შორისაა ისეთი დანამატები, როგორიცაა ქოლგა და შამპანურის ნაკრები.

8. Alfa Motor Corporation Jax Cuv

Alfa Motor Corporation-მა ახალი ელექტრომობილი წარადგინა, რომელიც მრავალმხრივ მართვას, გამძლეობასა და სიმძლავრეს აერთიანებს. მანქანა75 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეით იკვებება და იგი დაახლოებით 250 მილის დაფარვას შეძლებს.

9. Aston Martin Valhalla Hybrid Road

ეს არის საოცარი ესთეტიკისა და დრაივის შერწყმა, რომელიც იდეალურად შეესაბამება სპორტული მანქანების კატეგორიას. იგი 950 ცხელის ძალის ძრავითაა აღჭურვილი, რაც ნამდვილად შთამბეჭდავ გამოცდილებას ჰპირდება სიჩქარის მოყვარულ მძღოლებს.

10. Mercedes-Benz Maybach

Maybach-ის პროექტით კომპანია ლეგენდარულ დიზაინერ ვირჯილ აბლოს მიაგებს პატივს. მისი გარდაცვალების შემდეგ ერთობლივი პროექტი ვირჯილის ოჯახის სურვილის შესაბამისად გაგრძელდა. როგორც თავად აღნიშნავენ, ახალი ავტომობილი მომავალი თაობის შთაგონებას ემსახურება.

 საახალწლო შეთავაზება „ვილა რეზიდენსისგან“ – „გადმოდი დღეს“ !

კურორტი „საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპების ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ