in

მეცნიერებმა 2021 წლის მიკროფოროგრაფიის კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს

მათ მიერ გადაღებული ფოტოები სამეცნიერო თვალსაზირისით, დიდი მნიშვნელობის მატარებელია

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის შთაგონების წყაროდ ბუნებრივი სამყარო წარმოადგენდა. მათ 13 სექტემბერს 2021 წლის Nikon Small World Photomicrography კონკურსის 20 გამარჯვებული გამოავლინეს. მთლიანობაში კონკურსზე 1900 ფოტო იყო წარმოდგენილი.

ანდრეა ტედესკი, ნეირომეცნიერების ასოცირებული პროფესორი ყოველწლიურ კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოჩნდა. მან ზრდასრული თაგვის სენსორულ-მოტორული ქერქის გავლით, სისხლძარღვების მთელი ქსელი გადაიღო, რომელიც სენსორული და მოტორული ინტეგრაციის კონტროლშია ჩართული.

ასევე, მეშვიდე ადგილზე გავიდნენ ტონგ ჟანგი და პოლ სტოდლი, ოჰაიოს კამპუსის მიკროსკოპიისა და ვიზუალიზაციის ცენტრიდან (CMIF). მათ ტკიპის თავის ახლო გამოსახულება წარმოადგინეს, რომელიც დეტალურად აღწერს მავნებლის პირის სტრუქტურას.

“ბუნება მშვენიერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ჩვენ რაღაც საოცარს ვსწავლობთ და ეს უამრავ დადებით ენერგიას გვაძლევს. სწავლის განმავლობაში მე უფრო და უფრო დავინტერესდი მიკროსკოპით, არა როგორც მეთოდით, არამედ როგორც იარაღით, რომელიც უცნობის ღრმად ჩაძიების საშუალებას მაძლევს” – აღნიშნავს ტედესკი.

ტედესკის ლაბორატორია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ინსულტი, ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანება ნერვული უჯრედების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე. ასევე, თაგვების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლძარღვების დახვევაზე.

სწორედ ამიტომ, ტედესკიმ დახვეწა ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, თაგვის პაწაწინა ტვინში არსებული თითოეული სისხლძარღვის ვიზუალიზაციაა შესაძლებელი. ყველაფერი, რაც სისხლის მარაგს იღებს, შეიძლება, მიკროსკოპის ქვეშ ვიზუალიზდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეირომეცნიერები ძირითად აქცენტს თავის ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მდებარე ნერვულ გზებზე აკეთებენ, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე სისხლის ნაკადის გავლენის კვლევა სულ უფრო მეტად მატულობს. “ვფიქრობთ, ნეირონები და ნერვული სქემები ყველაზე რთული სტრუქტურებია, მაგრამ სინამდვილეში, თუ გამოსახულებებს ერთმანეთზე დადებთ, მიხვდებით, რომ ტვინის სისხლძარღვები ისეთივე კომპლექსურია, როგორც ნეირონების სტრუქტურა. თუ იმის გაგება გსურთ, სად იწყება დაავადება, სტრუქტურაზე წვდომა გჭირდებათ, რათა მცირე დეტალები შეისწავლოთ” – განმარტავს მეცნიერი.

გარდა ამისა, მართალია, ტკიპის გამოსახულება რაიმე მიმდინარე კვლევასთან არ ყოფილა დაკავშირებული, მაგრამ ამ სამუშაოს ბევრი საერთო აქვს ზემოთ დასახელებულ მეცნიერებთან. სისხლის მწოველი ტკიპები ადამიანისა და ცხოველების დაავადებების საერთო ვექტორებს წარმოადგენს. ჟანგი კი მიზნად დეტალური სურათის მიწოდებას ისახავს, რომელიც პირის ანატომიისკენაა მიმართული.

ჟანგმა ნიმუშის ავტოფლუორესცენცია (ბიოლოგიური სტრუქტურების მიერ სინათლის ბუნებრივი გამოსხივება) გამოიყენა, რათა ტკიპის ანატომიის დეტალური და ფერადი გამოსახულება მიეღო. შედეგად, ფოტომ ტკიპის თავისა და პირის საოცარი დეტალები გამოავლინა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, Nikon Small World Photomicrography კონკურსის 47-ე წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რამდენად დიდია მეცნიერება. “ფოტოები არა მხოლოდ მეცნიერულადაა მნიშვნელოვანი, არამედ ისინი ფანჯარას უხსნის ადამიანებს, რათა მომხიბლავი პატარა სამყარო იხილონ” – ამბობს ჟანგი.

როგორია, როცა თავში უამრავი კითხვა გიტრიალებს? – Wondrium-ის რეკლამა

დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, „ბილაინი“ აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს