in

2021 წლის საუკეთესო მენეჯმენტის რჩევები

შეგიძლიათ, უფრო თამამად შეხვდეთ 2022 წელს

კიდევ ერთი წელი, კვლავ რიგი ამოცანები და ახალი პასუხისმგებლობები მენეჯერებისთვის. ჰიბრიდული მუშაობა, სამსახურებიდან თანამშრომლების წასვლა, მასობრივი გადაწვა… სტატიაში მოცემული სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული რჩევები კი დაგეხმარებათ, უფრო მომზადებული შეხვდეთ 2022 წელს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რჩევები ლიდერებისთვის, ვისაც ოფისში დაბრუნება სურს

როდესაც ონლაინ რეჟიმიდან კვლავ ფიზიკურ მუშაობაზე გადავდივართ, მენეჯერები ხვდებიან, რომელ თანამშრომელს სურს ეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, როგორც ლიდერებისთვის, ისე დასაქმებულებისთვის. ამის გადასალახად, დაიწყეთ იმის გარკვევით, რა აწუხებთ ლიდერებს — იქნებ, ეშინიათ, რომ “თანამშრომლები საკმარისად არ თანამშრომლობენ”? ან, იქნებ, განიცდიან, რომ ხალხი სერიოზულად არ ეკიდება სამუშაოს?

როგორც კი გაიგებთ, რა დგას მათი დაბრუნების სურვილის უკან, იპოვეთ პრობლემის გადაჭრის გზები. აჩვენეთ, რომ დისტანციური მუშაობა სარგებელს მოუტანს კომპანიას და არა მხოლოდ ინდივიდებს. მაგალითად, შეგიძლიათ, ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ონლაინ რეჟიმის მეშვეობით, უფრო დიდი და მრავალფეროვანი ნიჭის მოზიდვაა შესაძლებელი. ასევე, ერთგვარი სტატისტიკის გაზიარება სთხოვეთ HR დეპარტამენტს, თუ როგორ აისახა სახლიდან მუშაობა თანამშრომელთა ზრდაზე.

გარდა ამისა, ჩართულობის ხაზგასასმელად, შეგიძლიათ, ლიდერები დაარწმუნოთ, რამდენად ჩართულია მთელი გუნდი მუშაობაში. მაგალითად, მოიწვიეთ აღმასრულებლები ვიდეო შეხვედრებზე.

როგორ მივცეთ კრიტიკული უკუკავშირი დისტანციურად?

კრიტიკული უკუკავშირი მენეჯერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენს, დისტანციურ რეჟიმში კი ეს კიდევ უფრო რთულია. როგორ შეგიძლიათ უკუკავშირისადმი მიდგომის განახლება? აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ:

  • დაიწყეთ კითხვებით. აზრის გამოთქმამდე უნდა გესმოდეთ, როგორ აღიქვამენ თქვენი თანამშრომლები თავიანთ საქმეს.
  • გაკრიტიკებამდე მადლიერება გამოხატეთ. ისინი უფრო მიმღებნი იქნებიან თქვენი გამოხმაურების მიმართ, თუ იგრძნობენ, რომ აფასებთ.
  • დააფიქსირეთ თქვენი დადებითი ზრახვები. შესაძლოა, ისეთმა უბრალო სიტყვებმაც კი, როგორიცაა “მე შენს მხარეს ვარ”, დადებითი გავლენა იქონიოს.
  • გარკვევა და კონტრასტი. “მე ვამბობ X-ს, და არა — Y-ს”
  • ჰკითხეთ თანამშრომლებს საუბრის ძირითადი დასკვნების შესახებ. 

დათმობის ხელოვნება

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ელ.წერილზე გვიან ვიღებთ პასუხს. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს უბრალო სასაუბრო თემა, ინფორმაცია, წინადადების შეთავაზება თუ სხვა. ეს იმედგაცრუებაა, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას. ამის თავიდან ასარიდებლად, საუბარი დამაჯერებელი თემით დაიწყეთ. მოერიდეთ ზოგად ფრაზებს, როგორიცაა “შემოწმება” — ეს არა მხოლოდ ბუნდოვანია, არამედ მიმღებს თავს ცუდად აგრძნობინებს “ნელი პასუხის გამო” (შესაძლოა, პასუხის კიდევ უფრო დაყოვნებაც გამოიწვიოს). ამის ნაცვლად, იყავით უფრო კონკრეტული — მაგალითად, “პროექტს X-ის შემდეგი ნაბიჯები” ან “კითხვა სამუშაო განაცხადის შესახებ”.

ასევე, შეარჩიეთ სწორი ტონი. კვლევების თანახმად, ელ.წერილებს, რომლებსაც ოდნავ ან ზომიერად დადებითი ტონი აქვს, 10-15%-ით მეტი გამოხმაურება აქვს, ვიდრე ნეიტრალურ შეტყობინებებს. ამიტომ, იყავით მეგობრული და თავაზიანი. შეინარჩუნეთ ლაკონიურობა და კონკრეტულობა — ადრესატს მარტივი გამოსავალი შესთავაზეთ. ეს მათ საშუალებას მისცემს, აქტიურ კავშირში დარჩნენ თქვენთან.

დაიწყეთ დღე ამ მარტივი პრაქტიკით

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, რთული იყოს პოზიტიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც მოტივაციას და კრეატიულობას აძლიერებს. როდესაც ამ პოზიტიურ დამოკიდებულებას ვკარგავთ, სწრაფად იჩენს თავს დაღლილობა და გადაწვა. ამის ფონზე ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ყოველდღიური ოპტიმიზმის გაძლიერება?

სცადეთ ეს ორწუთიანი პრაქტიკა:

დღეს მე ყურადღებას გავამახვილებ “X”-ზე.

დღეს მე მადლობელი ვარ “X”-ისთვის.

დღეს მე დავივიწყებ “X”-ს.

გახსოვდეთ, ამ პრაქტიკის გამოყენებისას აუცილებლად კონკრეტული პასუხებია საჭიროა. იმის დაწერა, რომ დედას ყოველდღე მადლობას უხდით, არ დაგეხმარებათ. დღეში საშუალოდ 1000 წუთი გვღვიძავს. თუ 2 წუთს გონების პოზიტიურად მომზადებას დავუთმობთ, დანარჩენი 998 წუთის ხარისხსაც უზრუნველვყოფთ.

4 სტრატეგია ეფექტურობის გასაუმჯობესებლად

ალბათ, არაერთხელ გინატრიათ “ნეტავ, დღეში 24 საათზე მეტი იყოს”… თუმცა, ქვემოთ მოცემული ოთხი სტრატეგია დაგარწმუნებთ, რომ 24 საათიანი ციკლი სრულიად საკმარისია.

  1. პირველ რიგში, დააჯგუფეთ თქვენი შეხვედრები. ძნელია დინებას აყოლა, როცა იცით, რომ ყოველ საათში ყურადღების გაფანტვა და სხვა რაიმეზე გადატანა მოგიწევთ. ამიტომ, უმჯობესია, თუ დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიმოფანტულ შეხვედრებს მიყოლებით ჩაატარებთ.
  2. შეეცადეთ, ისწავლოთ კლავიატურის მალსახმობების გამოყენება. ეს დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად განახორციელოთ ესა თუ ის აქტივობა. დაგვერწმუნეთ, ეს წვრილმანი დროთა განმავლობაში დიდ განსხვავებას ქმნის.
  3. გამოიყენეთ თქვენი გარემო, რათა “თვითგამანადგურებელი” ჩვევები შეცვალოთ. თუ დღის განმავლობაში ტელეფონი დიდ დროს გართმევთ, დატოვეთ იგი სხვა ოთახში.
  4. დაბოლოს, წაიკითხეთ თქვენი ნამუშევარი ხმამაღლა. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ, დიდი შანსია, დღეში ერთხელ მაინც დაწეროთ ელ.წერილი. დაწერილი სიტყვების მოსმენა კი თქვენი წერის პროცესს დააჩქარებს.

დაარღვიეთ თვითკრიტიკის ციკლი

მაცდურია იმაზე ფიქრი, რომ თუ საკუთარი თავის მიმართ მკაცრი იქნებით, მეტად განვითარდებით. თუმცა, შესაძლოა, თვითკრიტიკამ თქვენი განწყობა, პროდუქტიულობა და რაიმეზე ფოკუსირება დააზარალოს. ამრიგად, შეეცადეთ, უფრო დააბალანსოთ შეფასება:

  • მოერიდეთ განზოგადებებს: წინააღმდეგობა გაუწიეთ ერთ ნეგატიურ მოვლენაზე ფოკუსირების სურვილს და ამის ნაცვლად, კოლექტიურად შეაფასეთ თქვენი ეფექტურობა.
  • წარმოიდგინეთ დიაგრამა: რამდენიმე დღე საშუალოზე დაბალი იქნება და ეს ძალიან კარგია. იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება წავიდეთ “სწორად”. ნეგატიურზე კონცენტრირების თავიდან აცილების მიზნით, განიხილეთ “თუ რა” პოზიტიური სიტუაციები. მაგალითად, “რა მოხდება, თუ ეს იდეა ინოვაციურია?”; “რა მოხდება, თუ ეს იდეა რევოლუციას მოახდენს კომპანიაში?”
  • დროულად შეზღუდეთ თქვენი გრძნობები. დააყენეთ ტაიმერი 30-50 წუთის განმავლობაში და საკუთარ თავს უფლება მიეცით, სრულად განიცადოთ და დაამუშაოთ თქვენი ემოციები. როგორც კი ტაიმერი გამოირთვება, ინფორმირებული არჩევანი გააკეთეთ იმის შესახებ, თუ როგორ მოიშოროთ ეს გრძნობები და წახვიდეთ წინ.

გსურთ მაღალი დონის გუნდი? ფოკუსირდით სოციალურ კავშირებზე

ყველა ლიდერს სურს, ამოხსნას საიდუმლო, თუ რა ქმნის მაღალეფექტურ გუნდს. ხშირად ამის შეუძლებლობის მიზეზს სოციალური კავშირების ნაკლებობა წარმოადგენს… კვლევებით მხარდაჭერილი გზები კი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ კავშირების გაძლიერებაში:

  • ჩათში არასამუშაო თემებსაც დაუთმეთ დრო. არასამუშაო საკითხების განხილვა — როგორიცაა სპორტი, წიგნები და ოჯახი, საერთო ინტერესებს აჩენს. ეს კი ადამიანებს მეტი გულწრფელი კავშირის დამყარების მჭიდრო მეგობრობის და უკეთესი გუნდური მუშაობის საშუალებას მისცემს.
  • შექმენით კულტურა, რომელშიც მადლიერების გამოხატვა ნორმაა. დაფასება ხშირად უფრო ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, ვიდრე ფულადი წახალისება. ამიტომ, თანამშრომლებს შორისაც ნორმად აქციეთ ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვა.
  • დადეთ თქვენი ფსონი ავთენტურობაზე. მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც თანამშრომლები კომფორტულად იღებენ როგორც პოზიტიურ, ისე უარყოფით ემოციებს. ანალოგიურად, გულწრფელად გამოხატავენ თავადაც.

ახალი დისტანციური მართვის ბორტზე, სწორად შეარჩიეთ თანამშრომლები

როდესაც კომპანიაში ახალი თანამშრომელი აგყავთ, თქვენი მიზანია, მათ დაეხმაროთ, რათა თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ და აღფრთოვანებულები დარჩნენ მომავალი სამუშაოთი. თუმცა ეს უფრო რთულია ვირტუალური ურთიერთობის დროს. ამიტომაც:

  • სწრაფად ჩართეთ საქმეში. ეს ნიშნავს, რომ პირველივე დღიდან უნდა იცოდნენ, ვის უნდა დაუკავშირდნენ კითხვებით. მას უნდა ჰყავდეს ერთი “ადაპტაციის მეგობარი”, რომელიც ბევრ სპონტანურ კითხვას უპასუხებს.
  • ხელი შეუწყვეთ მტკიცე ურთიერთობებს. ვინაიდან, დღეისათვის ვერ დაეყრდნობით ორგანულ და სპონტანურ ურთიერთობებს, ფორმალური და არაფორმალური პირადი ურთიერთქმედების ნაზავის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ.
  • ახსენით კულტურა და ის, თუ როგორ სრულდება სამუშაო. ისაუბრეთ დაუწერელ წესებზე, როგორიცაა თქვენი კომპანიის ოფიციალურობის დონე, “დრესკოდი”, ვირტუალური ეტიკეტი, კომუნიკაციის სტანდარტები და სამუშაო საათები.

იხელმძღვანელეთ კითხვებით და არა — პასუხებით

სავარაუდოდ, ლიდერების უმეტესობა ზედმეტად ორიენტირებულია ყველა პასუხის მიღებაზე. ახლა კი ხელახალი კალიბრაციის დროა. სწორი კითხვები ნდობის სიგნალია — მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გუნდს ახალი შესაძლებლობების შესახებ უთხრათ, ჰკითხეთ: “ხედავთ თუ არა თამაშის შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც, დიდი ალბათობით, უფრო მომგებიანი იქნება?”. ამ დიდმა და მარტივმა კითხვამ, შესაძლოა, კოლეგებს შორის თანამშრომლობა და კრეატიულობა გაზარდოს. და თუ მუდმივად ავლენთ კითხვებზე ორიენტირებული აზროვნების დემონსტრირებას, შეგიძლიათ, ცნობისმოყვარეობისა და სწავლის საერთო კულტურის ჩამოყალიბებას დაეხმაროთ. ეს კი გუნდს საშუალებას მისცემს, განახორციელოს სიახლეები და ეფექტურად უპასუხოს გამოწვევებს.

იხელმძღვანელეთ გაურკვევლობით

გაურკვევლობა გარდაუვალია. როგორც მენეჯერი, მზად უნდა იყოთ თქვენი გუნდის პრობლემურ სიტუაციებში წარმართვისთვის. ქვემოთ მოცემულია ექვსი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ხედვა:

  1. გაითავისეთ არცოდნის დისკომფორტი. ყველაფრის ცოდნის სურვილის ნაცვლად, ყველაფრის სწავლის სურვილი ამჯობინეთ.
  2. განასხვავეთ “გართულებული” და კომპლექსური კითხვები ერთმანეთისგან. თითოეული მათგანი სხვადასხვა გადაწყვეტილებას საჭიროებს.
  3. შეეშვით პერფექციონიზმს. ამის ნაცვლად, იბრძოლეთ პროგრესისთვის, განჭვრიტეთ შეცდომები და აღიარეთ, რომ გაქვთ უნარი, მუდმივად გამოასწოროთ შეცდომები.
  4. წინააღმდეგობა გაუწიეთ ზედმეტად გამარტივებისა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. იყაბით მოწესრიგებული სიტუაციის სირთულის და საკუთარი მიკერძოების გაგებაში.
  5. მარტომ არ იმოქმედოთ. დაუკავშირდით კოლეგებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილება და პერსპექტივები აქვთ.
  6. მასშტაბირება. პრობლემების ფართო სისტემატურმა ხედვამ, შესაძლოა, გადაუმოწმებელი ვარაუდები გამოავლინოს, რომლებიც სხვაგვარად უხილავი იქნებოდა.

წყარო: HBR



მოგების 1% და „ლემონსის“ წილის 2% საჩუქრად – კომპანია, რომელიც თანამშრომლებს პარტნიორებად აქცევს

შესაძლოა, ფეიერვერკი დრონებმა ჩაანაცლოს