2021 წელს Covid-19-ის პანდემია კვლავ დომინირებდა მთელ მსოფლიოში. თუმცა ამ წელს მრავალი განსაცვიფრებელი სამეცნიერო ფოტოც შეიქმნა, რომელიც პანდემიას სრულებით არ უკავშირდება — დაწყებული მაიმუნის ემბრიონით, დასრულებული ვულკანური ფერფლით.

ვულკანური ფერფლი — სექტემბერში კანარის კუნძულებზე ვულკან Cumbre Vieja-ს ამოფრქვევამ მიწა ფერფლით დაფარა. სამწუხაროდ, მან ასობით სახლი გაანადგურა…

ნანო სანაპირო. ეს ტროპიკული სცენა მხოლოდ მეოთხედი მილიმეტრი სიმაღლისაა. იგი ნანოსტრუქტურებისგან და ელექტრონული მიკროსკოპისგანაა დამზადებული. ფოტომ მესამე ადგილი დაიკავა 2021 წლის ნანოარტოგრაფიის კონკურსში.

გემის ჩაძირვის კადრი. SS Thistlegorm ბრიტანული სავაჭრო გემი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ ზღვაში ჩაიძირა. ახლა კი ჩაძირული გემი თანდათან ხდება ადგილობრივი მარჯნის რიფის ნაწილი. ფოტოგრაფმა საიმონ ბრაუნმა ამ ხომალდის 15005 კადრი გადაიღო…

უჯრედი ახლოდან. პაულა დიაზმა ფლუორესცენციული მიკროსკოპია გამოიყენა, რათა ვირთხის ემბრიონის დორსალური ფესვის განგლიონის ამ ფერადი გამოსახულება გადაეღო. ფოტომ ikon Small World Photomicrography Competition 2021-ზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჰიბრიდული ემბრიონი. აპრილში მეცნიერებმა პირველი მაიმუნის ემბრიონის წარმატებული კულტივირების შესახებ განაცხადეს, რომელიც ადამიანის უჯრედებს შეიცავს. ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდები შეიძლება ერთ დღეს საუკეთესო მოდელებად იქცეს წამლის ტესტირებისთვის ან იქნებ, ადამიანის ორგანოების გადანერგვისთვის გამოიყენონ.
შავი ხვრელები. NASA-ს მიერ დარენდერებული ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ აფორმირებს შავი ხვრელები მათ გარშემო არსებულ ცხელი აირებისგან წარმოქმნილ სინათლეს. მის შესაქმნელად, ასტროფიზიკოსმა ჯერემი შნიტმანმა სუპერკომპიუტერი გამოიყენა, რათა სინათლის სხივების გზა გამოეთვალა.

ცოფიანი მღრღნელი. მკვლევრებმა თებერვალში განაცხადეს, რომ სამხრეთ აფრიკაში ეს ფერადოვანი, უნიკალური ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს.

მცენარეული სიცოცხლე. მილების ამ დასტაში, ულტრაიისფერი შუქის ქვეშ მყოფი მიკროწყალმცენარეები წითელ პიგმენტს აწარმოებს, რომელიც გამოიყოფა და იყიდება დიეტური დანამატის სახით. სისტემა ისლანდიური კომპანია Algalif-ის ბიორეაქტორის ნაწილია. ის მუშაობს გეოთერმული ელექტროენერგიით და ულტრა ენერგოეფექტურ განათების სისტემას იყენებს.

მარსიანული გამომგონებლობა. წელს მარსზე ჩინეთიდან, შეერთებული შტატებიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გაეშვა ხომალდები. NASA-ს Perseverance როვერის კამერით გადაღებული ეს ფოტო გვიჩვენებს, როგორ ჯდება Ingenuity ვერტმფრენი წითელი პლანეტის ზედაპირზე.

წვა. წელს შეერთებულო შტატები კიდევ ერთხელ დაზარალდა ძლიერი ტყის ხანძრით, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხის გამო გამწვავდა.

აკვალანგის მყვინთავები. ევოლუციურმა ბიოლოგებმა განაცხადეს, რომ ანოლური ხვლიკის ზოგიერთი სახეობა ადაპტირებულია ამოსუნთქული ჰაერის ჩასუნთქვაზე წყლის ქვეშ. ეს ხრიკი მათ საშუალებას აძლევს, წყალქვეშ 15 წუთზე მეტ ხანს დარჩნენ, დაიმალონ მტაცებლებისგან.

უძველესი მწერი. ფოტოგრაფ ლევონ ბისის მიერ ქარვისფერი 40 მილიონიანი კოღოს ამ პორტრეტმა საპატიო ჯილდო მიიღო 2021 წლის Nikon Small World Photomicrography Competition-ზე.

ალი და მძვინვარება. ალბათ, ფოტოგრაფიის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ასეთი ამაღელვებელი კადრი… ტომ ჰაუტონმა ქალის ტანჯვა საოცარი სიცხადით უკვდავყო — ფერი და კომპოზიცია ედვარდ მუნკის კივილსაც კი მოგვაგონებს.

ტყუპი პანდები. ამ წლის დასაწყისში გიგანტურმა პანდამ ტყუპი ბელები გააჩინა. Beauval ZooParc-ში ყველას ძალიან უხაროდა ახალშობილების უსაფრთხოება.

გომას ევაკუაცია. როდესაც ნიირაგონგოს ვულკანმა მოულოდნელად დაიწყო ლავის ამოფრქვევა, ფოტოჟურნალისტი ლიზი ბრაუნი სწორედ იქ იმყოფებოდა. მან საოცრად ტრაგიკული კადრი აღბეჭდა, როგორ მიემართებიან ადამიანები შედარებით უსაფრთხო ადგილისკენ.

თხევადი როტკო. გზის ვიწრო ზოლი სუფთა, მწვანე წყალსა და მაღაროს წყალსაცავის “შხამიან” წყლებს ერთმანეთისგან ყოფს. ფოტო მარკ როტკოს ნამუშევარს მოგვაგონებს და მყისიერად იპყრობს მნახველის ყურადღებას, თავისი აბსტრაქტული ხასიათით.

სწრაფი მოდა. მოდის ინდუსტრიიდან წარმოქმნილი ნახშირბადის კვალი სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ხალხი ახლა უფრო ინტენსიურად ყიდულობს ტანსაცმელს და უფრო სწრაფად აგდებს, ვიდრე ოდესმე. სამწუხაროდ, ამ ტენდენციის გაუარესება კვლავ მოსალოდნელია.