in

როგორ ვუყუროთ 2021 წლის სუპერმთვარის დაბნელებას პირდაპირ რეჟიმში?

26 მაისს 2021 წლის მთვარის ერთადერთი სრული დაბნელება იქნება

როგორც ჩანს, 26 მაისი საკმაოდ საინტერესო იქნება – ამ დღეს სუპერმთვარეობასთან ერთად 2021 წლის მთვარის ერთადერთი სრული დაბნელება იქნება.

ე. წ. “ცის დამკვირვებლები” მსოფლიოს დიდ ნაწილში, უმეტესად კი, აშშ-ში, დააკვირდებიან ამ ორ მოვლენას. თუმცა ვინც ამ ნაწილში ვერ მოხვდა, მთვარის დაბნელების ყურებას პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით შეძლებს.

მაისის სავსე მთვარე, ცნობილი როგორც ყვავილების მთვარე, დედამიწის ჩრდილში გაივლის, რის შედეგადაც, იგი წითელ ელფერს მიიღებს – სწორედ ამიტომ, მას “სისხლიან მთვარესაც” უწოდებენ. რაც შეეხება მის სუპერმთვარეობას, ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი პერიგეას, ანუ დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილს მიაღწევს და ის საშუალოზე დიდი გამოჩნდება.

ოთხშაბათს, ჩვენი დროით 12 საათსა და 45 წუთზე, მთვარის დაბნელების პენეტრალური ფაზის დაწყებამდე ორი წუთით ადრე, ლოს-ანჯელესის გრიფიტის ობსერვატორია პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებას გეგმავს, რასაც YouTube არხის მეშვეობით ვიხილავთ.

ამასთან ერთად, 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება ლოუელის ობსერვატორიის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც მრავალი ტელესკოპიდან დანახულ ხედებს შემოგვთავაზებს.

ინოვაციური კვლევა – მეცნიერები კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანის იმუნურ სისტემას იყენებენ

5 მილიარდი ემოჯის ყოველდღიურად გამოყენების ისტორია დასაწყისიდან დღემდე