მახასიათებლების, შესრულებისა და დიაპაზონის ბალანსით, Kia-ს 1-ელი ელექტრომობილი საუკეთესოა ბრენდის აქამდე წარმოებულ ავტომობილებს შორის.
2022 წლის Kia EV6, როგორც იქნა, ასპარეზზეა და დილერებთან ის უკვე მალე გამოჩნდება მომდევნო კვირების განმავლობაში. მისი ბატარეის ელექტრო კროსოვერი ისეთივე გლობალურ მოდულურ პლატფორმაზეა დაფუძნებული, როგორც Hyundai Ioniq 5 და Genesis GV60, მაგრამ წარმოდგენილია შესრულებისადმი ოდნავ განსხვავებული მიდგომით და საკუთარი უნიკალური ესთეტიკით.
სიმძლავრე, დიაპაზონი, დატენვა
EV6 აქვს სამი ძრავის კონფიგურაცია, ფლობს 167 ცხენის ძალას, 58-კილოვატსაათიან ბატარეასა და EPA-ს სავარაუდო დიაპაზონით, 232 მილის გავლა შეუძლია. უფრო დიდ, 77,4 კვტ/სთ ბატარეაზე განახლება, ერთი ძრავის სიმძლავრეს გაზრდის 225 ცხენის ძალამდე და სავარაუდო დისტანციას 310 მილამდე.
განსაკუთრებული ყურადღება ავტომწარმოებელმა დატენვის ეფექტურობას დაუთმო. 350 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის სადგურზე Kia-ს შეუძლია 180 მილი გარბენის გაზრდა დაახლოებით 15 წუთში და 20-80% დამუხტვის აჩქარება დაახლოებით 20 წუთში. უფრო მცირე, 50 კვტ სიმძლავრის სადგურზე, სრულ დამუხტვას სჭირდება საათზე ცოტა მეტი, ხოლო 11 კვტ სიმძლავრის მე-2 დონის სადგურზე 6-დან 7 საათამდე.
ახალი მოდელის შემფასებლები ამბობენ, რომ სასურველი იქნებოდა, დატენვის პორტი წინა მხარეს მდებარეობდეს, ვიდრე უკანა ბამპერზე, როგორც ახლა აქვს, რადგან დასატენ სადგურებზე ასე უფრო იოლი იქნებოდა მისადგომად, განსაკუთრებით, კუთხიან პარკინგებზე.
EV6 0-დან 60 მილ/სთ სპრინტს სულ რაღაც 4,6 წამში ასრულებს. წინ მიიწევს გლუვი, ჩუმი თავდაჯერებულობით და მძროლსა თუ მგზავრს კომფორტს უქმნის. მანქანას აქვს ე.წ. ეკომოდული, რომელიც ამცირებს ამაჩქარებლის რეაგირებას და კარგი დიაპაზონისთვის, საჭირო დროს წინა ძრავას თიშავს. აქვს ასევე სპორტული და თოვლის რეჟიმები.
EV6-ის სალონი დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორც Hyundai Ioniq 5-ის, თუმცა კიას შემთხვევაში, ის უფრო კომპაქტურია დიდი, ცენტრალური კონსოლის წყალობით. ავტომობილს შიგნით ორი ეკრანი აქვს. მარცხენა ემსახურება ციფრულ ინსტრუმენტებს, ხოლო მარჯვენას მთლიანად საინფორმაციო-გასართობი ფუნქცია აქვს. მთავარი სენსორული ეკრანის ქვეშ ტევადი ბანკია, რომელიც კლიმატის კონტროლისა და მალსახმობის ფუნქციებს ასრულებს. არის ღილაკები ხმის რეგულირებისთვის და ისეთი ფუნქციებისთვის, როგორებიცაა რუკა და ტელეფონი. ასევე, სალონში შეიძლება კლიმატის მართვა და გაცხელებად-გამაგრილებელი სავარძლები.
რომ შევაჯამოთ, ახალი Kia EV6 ამ მწარმოებლის ყველაზე ნაფიქრ მანქანად შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის უნიკალური მონაცემებიც, სასაცილოდ სწრაფი დატენვის უნარი და არაჩვეულებრივი სიმძლავრეა.