in

2022 წლის 15 ქართული ფონტი

ქართული ფონტების ისტორია ძალიან დიდია, რაც დღეს ციფრულად შექმნილი ფონტებითაც გრძელდება. თითოეულ მათგანს თავისებური ხასიათი აქვს და ტექსტების თუ ვიზუალების შექმნისას განსაკუთრებული სიფრთხილით, ყურადღებით არჩევენ შესაბამის ფონტს. სტატიაში კი 2022 წელს შექმნილ ქართული ფონტების ჩვენებურ TOP 15-ს წარმოგიდგენთ.

BOG
BOG

1. გენომი

ფონტი „გენომი“ გიგა ხატიაშვილს ეკუთვნის და სრულიად უნიკალურია. ეს ფორმები ქრომოსომების ატლასიდანაა ამოღებული — მასზე გამოსახულია ქრომოსომების ტრანსფორმაციები, მიტოზური და მიოზური გაყოფის ფაზაში.

თვალსაჩინოებისთვის, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სწორედ ეს პროცესია წარმოდგენილი:

2. დიდება უკრაინას 

ლაშა გიორგაძის მიერ შექმნილი ფონტის თემატიკა აშკარაა და მის დიზაინსაც ერთგვარი ჰეროიკული ხასიათი გასდევს.

3. საქართველო

როგორც ჩანს, 2022 წელს ლაშა გიორგაძის ინტერესი საქართველომაც დაიმსახურა — მან სამშობლოს თემატიკით ორი ფონტი შექმნა: საქართველო და თბილისი. ორივე მათგანი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

4. თბილისი

5. Mersad

ნიკა ხიპაშვილის მიერ შექმნილი მერსადი თანამედროვე sans serif შრიფტია. ის შეიცავს როგორც ქართულ, ისე ლათინურ ასოებს და სისქეების ფართო არჩევანითაც გამოირჩევა — შესაბამისად, ამ ფონტის გამოყენება ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი.

„მერსადის შექმნის შთამაგონებელი იდეა მელნის მახეები (Ink Traps) იყო, რომელიც გარკვეული შრიფტების ტექნიკური მახასიათებელია, შტრიხის შეერთების ადგილებში ამოღებული კუთხეები. ვინაიდან ბეჭდვის დროს მელანი ბუნებრივად შედის ამ ადგილებში და მელნის მახეების დახმარებით ნარჩუნდება მკვეთრი კუთხეები. მერსადში ეს ტექნიკური მახასიათებელი გადმოვიდა, როგორც დიზაინ ელემენტი. მუშაობის პროცესში ქართულს დაემატა ლათინური, შემდეგ მათი დიაკრიტიკები და საბოლოო ჯამში მივიღეთ მულტილინგვისტური ფონტი, რომელსაც არაერთი ინდოევროპული ენის მხარდაჭერა აქვს. ფონტში ჩაშენებულია ქართულის მხედრული და მთავრული ვერსიები, სტილისტური ალტერნატივები. მერსადს მოჰყვება როგორც 9 სტატიკური წონა, ასევე ვარირებადი წონები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შრიფტის შტრიხის სისქის სურვილისამებრ შეცვლა“.

6. უსახელო

ამ ნარნარა, დახვეწილ ფონტს, რომელიც წაგრძელებული ფორმებით გამოირჩევა, სახელი ჯერ კიდევ არ აქვს. თუმცა უსახელოდაც მშვენივრად იკავებს ჩამონათვალში თავის კუთვნილ ადგილს.

ეს და ქვემოთ მოცემული ნამუშევრები სოსლან სანაკოთის ეკუთვნის. „ნამუშევრების შეჯამებისას ვატყობ, 2022 წელი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, წლის ბოლომდე კიდევ არაერთის გამოქვეყნებას ვაპირებ. ბევრი ახალი ფონტის გარდა, ძველებსაც მივუბრუნდი კორექტირებისთვის, ადრე რაც მისაღები იყო, ახლა უკვე აღარ მომწონს, ვფიქრობ, ესეც განვითარების ერთ-ერთი ეტაპია… ამ ყველაფერთან ერთად რამდენიმე ნამუშევარი ჩემი საინსპირაციო წიგნის მეორე გამოცემაშიც დაიბეჭდა. “Georgian Type for Graphic Designers” — ასე ჰქვია წიგნს, რომელსაც ყველას ვურჩევ, ვისაც ეს სფერო აინტერესებს ან აპირებს, რომ დაინტერესდეს“, — აღნიშნავს სოსლანი.

7. დეჟავუ

8. Flat

9. Loftly

10. Decor

სახელის გარეშეც კი აშკარაა, ეს ფონტი განსაკუთრებული დეკორატიულობით გამოირჩევა და თითქმის ორნამენტულ ხასიათსაც კი იძენს.

11. დავით მაისურაძისა და ჯეპრას ერთობლივი ფონტი: უკრაინა

12. დავით მაისურაძისა და ჯეპრას ერთობლივი ფონტი: DM Sazedao

ფონტი შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების საზედაო ასოების მიხედვით.

ქვემოთ კი წარმოდგენილია ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი ადამიანების კალიგრაფიის შთაგონებით შექმნილი ფონტები:

13. დავით მაისურაძისა და ჯეპრას ერთობლივი ფონტი: DM Elene Akhvlediani

14. დავით მაისურაძისა და ჯეპრას ერთობლივი ფონტი: DM Maro

15. დავით მაისურაძისა და ჯეპრას ერთობლივი ფონტი: DM Ana Kalandadze

ავტორი: ქეთია ბელქანია

როგორ დავძლიოთ ორგანიზაციული ცვლილებებით გამოწვეული ბარიერები?

2022 წლის გამორჩეული პოსტერები კინოსამყაროდან