კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, ეს წელი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი წელი იყო. მრავალ ფილმს შორის კი არჩევანის გაკეთება რთულია ხოლმე — ამიტომაც, „აუ, რას ვუყორო?“ ფრაზით ხშირად ვაწუხებთ მეგობრებს. ამ სადღესასწაულო დასვენებაზე ბევრჯერ რომ არ მოგიწიოთ ასეთი ფრაზის გამეორება და შემთხვევითი ფილმების შემდეგ „დრო ამაზე რატომ დავკარგე?“-ს თქმა, ანანო ბაკურაძესთან ერთად 2022-ის ფილმების ტოპ შვიდეული მოგიმზადეთ.
ანანოს მიერ შემოთავაზებულ ფილმებს კი მცირე აღწერებიც დავურთეთ, ერთგვარი წარმოდგენის შესაქმნელად.
1. Lukas Dhont — Close
13 წლის ლეო და რემი ზაფხულის არდადეგებს ერთად ატარებენ და ერთმანეთს განსაკუთრებით უახლოვდებიან. სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი ლეო რემისგან დისტანცირებას კი ცდილობს.
2. Valeria Bruni Tedesci — Les amandiers
ვალერია ბრუნი-ტედესკი საფრანგეთში ცნობილი თეატრალური სკოლის შესახებ გვიამბობს. Les Amandiers სავსეა ახალგაზრდობის ენერგიით — პერსონაჟები ერთად განიცდიან ცხოვრების ცვლილებებს, როდესაც მსახიობები შემოქმედებითი პროცესების შესწავლას უძღვნიან ყოველდღიურობას.
3. Albert Serra — Pacification
Pacification არის პოლიტიკური და კოლონიური თრილერი, რომელიც შორდება და აღრმავებს კატალონიელი რეჟისორის კინოს უნიკალურ ფორმას.
4. James Gray — Armageddon time
„არმაგედონის დრო“ 2022 წლის ამერიკული დრამატული ფილმია. მისი სიუჟეტი ახალგაზრდა ებრაელ-ამერიკელ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც აფრო-ამერიკელ თანაკლასელს დაუმეგობრდება, რაც ოჯახთან დაპირისპირებაში იზრდება. კინოსურათი პრივილეგიების, უთანასწორობისა და ცრურწმენების შესახებ გვიამბობს.
5. Brett Morgen — Moonage Dream
Moonage Daydream დოკუმენტური ფილმია, რომელიც ინგლისელი მუსიკოსის დევიდ ბოუის შესახებ გვიამბობს. ფილმში გამოყენებულია ბოუის პირად არქივებში დაცული, აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები — მათ შორის, ლაივ კონცერტების. საგულისხმოა, რომ ეს არის პირველი ფილმი, რომელიც ოფიციალურად დაამტკიცეს ბოუის მემკვიდრეებმა. სახელწოდებაც თავისივე სიმღერის შესაბამისად შეირჩა.
6. Paul Thomas Anderson — Licorice Pizza
Licorice Pizza ამერიკული კომედია-დრამაა, რომლის სიუჟეტიც 1973 წელს ვითარდება და ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობის განვითარებაზე მოგვითხრობს. 15 წლის მსახიობი გარი ვალენტინი 25 წლის ფოტოგრაფის ასისტენტს ხვდება და მეგობრდებიან. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაშიც მიიღო პრიზი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.
7. სოსო ბლიაძე — ჩემი ოთახი
24 წლის თინას ოჯახიდან წამოსვლა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. თბილისში ის ოთახს თანატოლ გოგოსთან ერთად ქირაობს, რომელსაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი აქვს. მთავარ როლებს თაკი მუმლაძე, მარიკა ხუნდაძე, სოფიო ზერაგია, ლაშაო გაბუნია, სოსო ბლიაძე, გიორგი წერეთელი და გიორგი გრძელიძე ასრულებენ. ფილმის სცენარზე რეჟისორთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელმა თაკი მუმლაძემ იმუშავა.