როდესაც საოჯახო მანქანებზე ვსაუბრობთ, რატომღაც ყველას გვიჩნდება ასოციაცია რაღაც ფურგონის ტიპის ან მაქსიმალურად არასპორტულ მანქანასთან, რომელიც ეკონომიური, პრაქტიკული და უსაფრთხოა. თითქოს მთავარია, თავისთვის წყნარად დადიოდეს და მასში ბევრი ბარგი და მგზავრი ეტეოდეს. დღეს ვეცდებით, წარმოგიდგინოთ სია, სადაც საოჯახო მანქანების ირგვლივ არსებული მსგავსი დამოკიდებულება შეგეცვლებათ.
Audi RS6 Avant
პირველი ასეთი ავტომობილი Audi RS6 Avant-ია, რომელიც მომხმარებელს გამორჩეულად დახვეწილი გარეგნობით იზიდავს. არის ტევადი, სწრაფი და საკმაოდ მოქნილი, მანევრების შესრულებას ისევე კარგად ართმევს თავს, როგორც არასაოჯახო ტიპის მანქანები. რაც მთავარია, გათვალისწინებული აქვს უსაფრთხოების ნორმები.

Skoda Octavia vRS
ამ მოდელს აქვს როგორც ბენზინზე, ისე დიზელზე მომუშავე ავტომობილები. საოჯახო გამოყენების კუთხით, მეორეს ანიჭებენ უპირატესობას. 197 ცხენის ძალის მქონე, 2.0-იანი ძრავით, მას აქვს ბრუნვის კარგი დიაპაზონი და სილამაზესთან შერწყმული პრაქტიკული მოწყობილობები ინტერიერში, რაც მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

Volkswagen Golf R
ამ სიაში შეიძლება მოხვდეს მანქანა ბაზრის ყველა სექტორიდან. ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ და კომფორტულ ავტომობილად გვევლინება Volkswagen Golf R, რომელიც გთავაზობთ ოთხბორბლიანი უსაფრთხოების დაცვას, პრაქტიკულ ხუთკარიან კორპუსს და მძლავრ ძრავას. საჭიროების დროს კი, ის თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც ნებისმიერი სპორტული მანქანა.

BMW M3
შემდეგი ასეთი ავტომობილი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ, BMW M3-ია. იგი აღჭურვილია მდიდრული სალონით, დამატებითი უსაფრთხოების ნორმებით და შესრულების მოხერხებული დონით. ნებისმიერი ოჯახისთვის კომფორტული მეგზური იქნება.

Porsche Macan
ეს ის მანქანაა, რომელზეც ალბათ ყველაზე ნაკლებად იფიქრებდით, როგორც საოჯახო ტიპის მოდელზე. ის კომპაქტურ SUV კატეგორიაში გადის, თუმცა არაფრით ჩამოუვარდება პორშეს სხვა სპორტულ მოდელებს. მას 434 ცხენის ძალა აქვს. ამასთან, აქვს ხუთკარიანი კორპუსი და შესრულების მაღალი დონე, რის გამოც ყოველდღიურ მოხმარებაში საკმაოდ პრაქტიკულია.
Mercedes AMG GLB 35
შემდეგი ჩვენს სიაში Mercedes AMG GLB 35-ია, რომელშიც 7 ადამიანისთვის განკუთვნილი ადგილია. მას აქვს 302 ცხენის ძალა, 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავა და 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. არის საკმაოდ პრაქტიკული და მოხერხებული, როგორც მანევრული შესრულების, ისე ოჯახთან ერთად მშვიდი მოგზაურობის დროს.

TESLA 3
და დღევანდელ სიას ისე ვერ დავასრულებდით ტესლას ელექტრომობილზეც რომ არ გვეთქვა ერთი-ორი სიტყვა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ბევრმა მწარმოებელმა დაიწყო ელექტრომობილების გამოშვება, ტესლას მოდელი 3, საოჯახო ელექტრომანქანების კუთხით მაინც მოწინავეა, რაც მაღალი დონის ტექნიკისა და პრაქტიკულობის დამსახურებაა. მას აქვს ორძრავიანი წყობა, რომელიც განსაცვიფრებლად დიდ, დაახლოებით 449 ცხენის ძალას აღწევს და საშუალებას აძლევს მას, აკრიფოს სიჩქარე წამებში. რაც შეეხება ინტერიერს, ის მინიმალისტური და პრაქტიკულია. საბარგულში აქვს საკმაოდ დიდი ადგილი, რითაც კიდევ ერთხელ გავრწმუნებს, რომ საოჯახო მანქანად გამოდგება.












