in

ნახეთ: 2022 წლის ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები

Comedy Wildlife Photography Awards-ი კვლავ დაბრუნდა, რათა ბუნების უნებური კომიკოსების საუკეთესო მომენტები გვაჩვენოს. თანაც, ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოს ტიტულის მოსაპოვებლად ბუები თვალს გვიკრავენ, თევზები გვიღიმიან, პინგვინები ერთმანეთს აღარ კადრულობენ, კენგურუები შვილებს ატრიალებენ, ენოტები ხელს გვიქნევენ და ცხოველთა ოჯახური დრამებიც აქვე ვითარდება… 

BOG
BOG

ეს კი იმის დამსახურებაა, რომ 2015 წელს ფოტოგრაფებისა და ცხოველების მოყვარულებმა, პოლ ჯოინსონ-ჰიქსმა და ტომ სულამმა Comedy Wildlife Photography Awards დააარსეს. 

ბოკვერის ხესთან შეჯახების მომენტი კი ტანზანიაში ველური ბუნების ფოტოგრაფმა ჯენიფერ ჰედლიმ გადაიღო, თუმცა ამას არავინ ელოდა… ბუნებრივია, მის უსაფრთხოებაზეც წუხდნენ, რადგან ასეთი შეჯახების მერე თავი კარგად ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ, როგორც სხვა ლომები აკეთებენ, არაფერი შეიმჩნია, თავი გაასწორა და თავის გზას გაუდგა. მეტიც, ამ ფოტომ კონკურენცია 85-ზე მეტი ქვეყნიდან 5000 სურათს გაუწია.

Say cheeeese, Under the Water winner, Image © Arturo Telle Thiemann

სხვა გამარჯვებულებს შორისაა არტურო ტელე ტიმანის თევზები, რომლებიც კამერის წინ საინტერესოდ პოზირებენ და თითქოს გვიღიმიან კიდეც. ბუს ეს საყვარელი სურათი კი ახალგაზრდა ფოტოგრაფ არშდიპ სინგჰის ეკუთვნის. 

I CU boy! Image © Arshdeep Singh (junior winner)

ხოლო, თუ ქვემოთ მოცემული ფოტოები თქვენი გაღიმებისთვის საკმარისი არ იქნება, შეგიძლიათ Comedy Wildlife Photography Awards-ს ესტუმროთ.

Meta საკუთარი „ტვიტერის“ შექმნას გეგმავს

Google Chrome-ს მეტი კომფორტისთვის 2 ახალი ფუნქცია ემატება