in

2022 წლის ვიზუალური ტენდენციები Gen Z-ის წარმომადგენლების მოსაზიდად

პროგნოზი Picsart-ის ექსპერტებს ეკუთვნით

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, 2022 წლის ვიზუალური ტენდენციების საკმაოდ ბევრი პროგნოზი ვიხილეთ. ამჯერად კი Gen Z-ზე გავამხვილებთ ყურადღებას — იმ მოსახლეობაზე, რომელმაც TikTok თვეში მილიარდი აქტიური მომხმარებლის შეხვედრის ადგილად აქცია.

ეს პროგნოზი ფოტო და ვიდეო რედაქტირების კომპლექტის Picsart-ის ექსპერტებს ეკუთვნით. მათი თქმით, ყოველთვიური 150 მილიონი აქტიური მომხმარებლის 80% 35 წლამდეა… შესაბამისად, მათთვის კარგად ნაცნობია ის ვიზუალური ტენდენციები, რომლისკენაც მიდის Gen Z.

თანამედროვე ნოსტალგია

მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი არის განახლებული ახალი. მზარდ ტენდენციას ვხვდებით რეტრო ელემენტების ტექნოლოგიებთან შერწყმასთან. ამრიგად, 80-90-იანი წლების ვიდეო თამაშებისა და ინტერნეტის გარიჟრაჟი იდეალური ეპოქაა 2022 წლისთვის.

მეტავერსი

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმერსიულ ვირტუალურ სამყაროებზე საუბარი. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი წარმოიდგენს საკუთარ თავს ონლაინ პერსონაჟად ან ავატარად, რომელიც ფანტასტიკურ ციფრულ სივრცეებში ცხოვრობს.

ფირუზისფრის დროა

არა მხოლოდ დამამშვიდებელი და სასიამოვნო, არამედ სახალისო ციფრული ფერი ხშირად გამოიყენება Matrix ან Bug ინტერფეისისთვის. შესაძლოა, ბოლო თვეებში სწორედ ამიტომ დააფიქსირა Picsart-მა ფირუზისფრისა და ლურჯის მოთხოვნის 101%-იანი ზრდა.

 

ორგანულად ციფრული

ციფრული მექანიზმების მოხერხებულობის გათვალისწინებით, ორგანულ მასალებთან, მათ შორის ქაღალდთან და ვინტაჟურ ფირთან, მუშაობა იშვიათობად იქცა. Picsart-ის თანახმად, მომხმარებლები ანალოგური შეგრძნების სიმულაციას ისეთი შესწორებებით ცდილობენ, როგორიცაა დახეული ქაღალდის ან პლასტიკური მასალების ეფექტი.

გოტიკური შრიფტები

შეგიძლიათ, მარტივად წაკითხვადი, უბრალო შრიფტი გამოიყენოთ, მაგრამ ის ნამდვილად არ იქნება თვალშისაცემი… 2022 წელს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მიიპყრობს გოტიკური დეკორატიული შრიფტების დიზაინში ჩართვა — ეს კი ალოგიკური თანამედროვე სახის მიცემაში დაგეხმარებათ. ტიპოგრაფია, რომელიც შუა საუკუნეების ხელნაწერებს მოგვაგონებს, დიზაინს უჩვეულო, მოძველებულ ეფექტს მიანიჭებს.

Harley Davidson 2021 შესრულებული გეგმის სანაცვლოდ – ITMC-ის საჩუქარი გუნდის ახალ წევრს!

„გაბედე დაწერო შენი შთამბეჭდავი ისტორია“ – „პორშე ცენტრი თბილისი“ 2022 წელს ახალი კამპანიით ხვდება