უკვე 15 წელია, წლის გარემოსდაცვითი ფოტოგრაფის კონკურსი იმართება. ყოველწლიური კონკურსი უზრუნველყოფს საერთაშორისო პლატფორმას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას.
2022 წლის გამარჯვებულები კი CIWEM-მა (საქველმოქმედო ორგანიზაცია წყლისა და გარემოს მენეჯმენტისთვის), WaterBear-მა (უფასო სტრიმინგ პლატფორმა, რომელიც ეძღვნება ჩვენი პლანეტის მომავალს), Nikon-მა და Arup-მა გამოაცხადეს. პირველი ადგილი მეჰდი მოჰებიმ დაიმსახურა, თავისი შემზარავი ფოტოსთვის, რომელიც წყლის დაბინძურების სავალალო ეფექტებს ასახავს — ფრინველები იხოცებიან და მათ სხეულებს ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანოები აგროვებენ, რათა დაავადების გავრცელება აირიდონ თავიდან.
კონკურსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოჰების ნამუშევარი შეირჩა „ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის ცხოვრების წრიული ბუნების სიურრეალისტური გამოსახვისთვის; და ჩვენს პლანეტაზე მოქმედი რეალური გარემოსდაცვითი საკითხების გადმოცემის ძლიერი კომბინაციის, თამამი და კონტრასტული ფერების გამოყენებისთვის, ვიზუალურად მიმზიდველი ფოტოს შესაქმნელად“.
დანარჩენი გამარჯვებულებისა და ფინალისტების სურათები ასევე მოგვითხრობს მნიშვნელოვან ამბებს გარემოს შესახებ. ყოველი ვიზუალური ნარატივი, ჩვენი პლანეტის მძიმე მდგომარეობას ასახავს…