in

2022 წლისთვის ელექტრონული კომერციის ბრუნვა ტრილიონ დოლარს მიაღწევს

ეს მონაცემები უფრო ზუსტია, ვიდრე კვლევაზე დაფუძნებული ანგარიშები

veon
veon

კორონავირუსის პანდემიის ერთი წლის თავზე, საინტერესოა, როგორ შეიცვალა ონლაინ ვაჭრობის ჩვევები და მსყიდველუნარიანობა?

ციფრული ეკონომიკის ინდექსის საშუალებით, Adobe-ს რეალურ დროში ციფრული ყიდვა-გაყიდვის ბარომეტრი აქვს, რომელიც ტრილიონობით ონლაინ ტრანზაქციას აანალიზებს, 18 სახის პროდუქტის კატეგორიაში.

როგორც იცით, გასული წლიდან დაწყებული საგრძნობლად გაიზარდა ონლაინ გაყიდვების შემოსავალი – 2020 წლის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა, რაც მთლიანობაში 813 მილიარდ დოლარს გულისხმობს. თუ სტატისტიკა ამ ტემპით გაგრძელდა, ონლაინ კომერციაში 2021 წლისთვის $850-$930 მილიონი შემოვა. 2022-ში კი, ელექტრონული კომერციის ბრუნვა სავარაუდოდ, ტრილიონს მიაღწევს.

Adobe Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნებში შედის:

  • ახალ წელს: 2021 წლის პირველ ორ თვეში (იანვარ-თებერვალი) მომხმარებლებმა 121 მილიარდი დოლარი დახარჯეს ინტერნეტით, რაც 34%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
  • შეიძინეთ ახლა, გადაიხადეთ მოგვიანებით: გადახდის ამ მეთოდს ბევრი “აღმერთებს”. მისი მეშვეობით 215%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, 2021 წლის პირველ ორ თვეში.  ამ სერვისის მომხმარებლები ახორციელებენ შეკვეთებს, რომლებიც 18 პროცენტით მეტია. საცალო ვაჭრობა უფრო ხშირად გვთავაზობს ყიდვისა და მოგვიანებით გადახდის შესაძლებლობას. შესაბამისად, მომხმარებლებს ფინანსური პრობლემები არ აბრკოლებთ.
  • პროდუქტის კატეგორიის ზრდა: რადგანაც ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ და საცხოვრებელი სახლების განახლების სურვილი სულ უფრო მეტად გაიზარდა, 2021 წლის პირველ ორ თვეში სახლის კეთილმოწყობის პროდუქტებზე ონლაინ გაყიდვები 60%-ით გაიზარდა. ასევე, 22%-ით გაიზარდა ტანსაცმლის გაყიდვებიც, სხვა კატეგორიებთან ერთად.
  • ახალი სასურსათო ჩვევები: ახალი წლის ონლაინ სასურსათო მაღაზიებში დიდი რაოდენობის გაყიდვები ტრადიციულად შენარჩუნებულია. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან – 21 თებერვლამდე ამ კატეგორიის გაყიდვები 230%-ით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით. ამავე პერიოდში, სპორტული ინვენტარი 75 პროცენტით გაიზარდა.
  • საცალო ვაჭრობას უჭირს მოთხოვნის დაკმაყოფილება: “საწყობში არ არის” – ამ სახის შეტყობინებებმა 2020 წლის ივლისში პიკს მიაღწია, როდესაც მარაგი ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფად მთავრდებოდა. 2021 წლის იანვარში, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.  Adobe-ს 1000-ზე მეტ მომხმარებელზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ 2021 წლის იანვარში სასურსათო, სამედიცინო მასალები და შინაური ცხოველების პროდუქტების მარაგი უფრო სწრაფად მთავრდებოდა, ვიდრე სხვა კატეგორიების.
  • აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთს ელექტრონული კომერციის ყველაზე მაღალი გაყიდვები 2020 წელს ჰქონდა: ჩრდილოეთ აღმოსავლეთის ქვეყნებმა, 2020 წლის ივნისში, ერთობლივად ნახეს 82 პროცენტიანი წლიური ზრდა, რაც ყველაზე მაღალია სხვა ყველა რეგიონთან შედარებით.დასავლეთის ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 34% იყო. შტატების დონეზე, მენში გაყიდვები 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში 60 პროცენტით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია სხვა შტატებთან შედარებით. ჩრდილოეთ დაკოტაში ყველაზე ნაკლები, 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
  • ბრენდულმა სავაჭრო დღეებმა მნიშვნელობა დაკარგა: მას შემდეგ, რაც ონლაინ მაღაზიები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, “ხსოვნის დღის კომერცია” 20%-ით ნაკლებით გაიზარდა, სხვა დღეებთან შედარებით და შესაბამისად, $32 მილიონით ნაკლები შემოსავალი დაფიქსირდა. ასევე მოხდა სხვა სადღესასწაულო დღეების შემთხვევაშიც, მათ შორის, მადლიერების დღის.
  • BOPIS (ყიდვა-ონლაინ, გატანა-მაღაზიიდან) ყოველდღიურობის ნაწილად შენარჩუნდება: როდესაც მყიდველები საყიდლებისთვის უსაფრთხო გზებს და გადაზიდვების შეფერხების თავიდან აცილების ხერხებს ეძებდნენ, BOPIS ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. ის 67%-ით გაიზარდა 2021 წლის თებერვლისთვის. Adobe-ს მიერ 1000-ზე მეტი მომხმარებლის გამოკითხვის თანახმად, ონლაინ მომხმარებელთა 30% სტანდარტულ მიწოდებას ყიდვისა და მიღების ამ გზას ამჯობინებს.

ასევე, Adobe-ს ციფრული ეკონომიკის ინდექსი აკონტროლებს ონლაინ ფასების ცვლილებას, როგორც მომხმარებლის მყიდველობითი უნარისა და ციფრული ინფლაციის ეკონომიკურ მაჩვენებელს. მოსაზრებები მოიცავს:

ციფრული მსყიდველობითი ძალა 2020 წელს დაეცა: მომხმარებლებმა ერთი წლის განმავლობაში დაინახეს, რომ მათი ონლაინ დანახარჯები 4%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ დახარჯულ 1 დოლარზე, მყიდველები ადრე 1.04 დოლარის ღირებულების საქონელს იღებდნენ. 2020 წელს კი ის 1%-ით შემცირდა, რადგან მოთხოვნის ზრდა წინააღმდეგობაში მოვიდა შეზღუდულ მიწოდებასთან, მაღალი ფასებსა და ახალ ხარჯებთან.

ატიპური ფასების ტენდენციები: წლების განმავლობაში ციფრული ინფლაცია მთავარ ონლაინ კატეგორიებში პირველად დაფიქსირდა: ელექტრონიკის ფასები მხოლოდ 2.2%-ით შემცირდა 2020-დან 2021-მდე. ასევე, 6%-ით შემცირდა კომპიუტერების ფასები. სასურსათო მაღაზიებში 4.2%-იანი, ხოლო სახლისა და ბაღის დეკორაციებში 3.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ Adobe-ს მონაცემები უფრო ზუსტია, ვიდრე კვლევაზე დაფუძნებული ანგარიშები, რადგან სწორედ მას აქვს ამ მოცემულობის რეალურ დროში წვდომა.

საქართველოს მუსიკალურ ბაზარზე ახალი კომპანია Rozum გამოჩნდა

თამარ მჭედლიშვილი – #პირველისამსახური