in

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების გაყიდვა დაიწყო

20 დეკემბრიდან 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების  ონლაინ გაყიდვა დაიწყო. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის არსებული სალაროების გარდა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ონლაინ შეიძინონ აბონემენტი WWW.TKT.GE-ზე. Mastercard ბარათის შემთხვევაში 20%-იანი, თიბისი Mastercard სადებეტო ბარათით 30%-იანი, ხოლო თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით 35%-იანი ფასდაკლებით.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: 7 დღე სეზონზე; 10 დღე სეზონზე; სეზონური (კონკრეტული კურორტის); მულტიქარდი (ოთხივე კურორტზე მოქმედი სეზონური აბონემენტი).

ამავდროულად სრიალის მოყვარულთათვის სიახლეა — ბაკურიანის სეზონური მულტიქარდის ონლაინ ყიდვის შემთხვევაში, მყიდველს საშუალება აქვს, იმავე აბონემენტით ისრიალოს კურორტ გოდერძიზე, დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე.

რაც შეეხება გასული სეზონების მულტიქარდის მფლობელებს, ახალი აბონემენტის გააქტიურებას ისინი იმავე ბარათზე შეძლებენ. ამასთან, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე აბონემენტის ფასი უცვლელია და წინა წლის ღირებულება რჩება.

ასე რომ, 20 დეკემბერს 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გუდაურში გაიხსნება, ვიზიტორებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობა და მუსიკალური ღონისძიებები დახვდებათ.

[R]

ჩარჩოებს მიღმა ზრდის ხელოვნება

Maverik-ის 2023 წლის შეჯამება, „დადა მანიფესტის“ მოტივებზე