in

2023 წლის Dakar-ის რალის Audi უფრო მსუბუქი ელექტრომობილით შეუერთდება

Audi იყო პირველი მწარმოებელი, რომელმაც Dakar Rally-ს T1U რეგულაციები ჰიბრიდული გამავლობის მრბოლელის შესაქმნელად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბორბლები მხოლოდ ელექტროენერგიით იკვებება, როგორც ეს არის e-tron-ში, ბატარეის ნაკრები იყენებს გენერატორს მუდმივი ენერგიის მიწოდებისთვის. ეს გენერატორი არის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავა.

როგორც ყველამ ვიცით, ელექტრომობილები მძიმე ავტომობილებად ითვლება. RS Q e-tron  დასაშვებ მინიმალურ წონაზე დაახლოებით 200 კილოგრამით მეტს იწონიდა. ამის მიუხედავად, Audi-მ ოთხი ეტაპის მოგება მოიპოვა, რაც ელექტროძრავისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. ამ მანქანის პროტოტიპი გამოქვეყნდა 2020 წლის ბოლოს, ოფიციალური დებიუტი შედგა 2021 წლის ივლისში და სასტარტო ქსელში 2022 წლის იანვარში გაჩნდა.

2022 წლის Dakar Rally-მ Audi-ს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა წონის შესამცირებლად, რათა Audi RS Q e-tron E2 უფრო კონკურენტუნარიანი გამხდარიყო ისეთ მანქანებთან, როგორებიცაა Toyota Gazoo Racing-ის Hilux და X-Raid Minis. კომპანია აცხადებს, რომ მათ 12-13-გვერდიანი ექსელის ფაილი გაამზადეს, რომელშიც ჩამოწერეს ყველა დეტალი, რისი შეცვლაც შეიძლებოდა ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო Dakar-ის შემდეგ მათ დათქვეს შეხვედრა და მოითათბირეს, როგორ შეემსუბუქებინათ ავტომობილი, თანაც ახლა უფრო მეტი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად, ვიდრე მაშინ. ძირითადი ცვლილებები მანქანის მთავარ კორპუსს და დამატებით დეტალებს შეეხება, რომლებიც მას წონას მატებდა. კონკრეტულად, რაც რით ჩაანაცვლებს ან საიდან მოაკლებს დიზაინს, ბრენდს ეს ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია.

Dakar-ის off-road რალი დაახლოებით იგივე წონის სპორტული შეჯიბრია, როგორც Le Mans. ამბობენ, რომ ის მისი უგზო ვერსიაა. 2023 წლის Dakar-ის რალი სტარტს აიღებს 2022 წლის 31 დეკემბერს და გაგრძელდება 2023 წლის 15 იანვრამდე. ზედიზედ მეოთხედ, ღონისძიება საუდის არაბეთში ჩატარდება, ახალ ტრასებზე.

უშლის თუ არა ხელს ემოციები გადაწყვეტილების მიღების პროცესს?

რატომ ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები „ციფრული მომთაბარეების“ სწრაფ შემოდინებას?