ძალიან ცოტა დრო რჩება 2023 წლის დადგომამდე… სწრაფი ტემპით მიმდინარე კულტურული და მსოფლიო მოვლენების პარალელურად კი კრეატიული სააგენტოები ახალი ტრენდების განსაზღვრაზე ზრუნავენ. მათ შორისაა Vista-ს გრაფიკული დიზაინის სერვისი 99designs — მან მომავალი წლის ვიზუალური ტენდენციების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც გამძლეობისა და დაუმორჩილებლობის წარმოუდგენელ ისტორიას მოგვითხრობს…
მიმდინარე წლის ტენდენციები ხალისიანი და ოპტიმისტური სტილის მახასიათებლებით გამოირჩეოდა. უბრალოდ, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ომმა ნამდვილად დიდი არეულობა შექმნა როგორც ხელოვნებაში, ისე დიზაინში. ახლა კი 99designs-ის პროგნოზით, 2023-ის ესთეტიკის ძირითადი თემა მაგიურობისკენ სწრაფვა, მისტიკა და ერთგვარი სიურრეალისტურობა იქნება; ასევე, მოსალოდნელია 90-იანი წლების პანკისა და კოსმოსური ფსიქოდელიის დაბრუნების სურვილი.
მთლიანობაში, პროგნოზები ეთერულ გამოსახულებებს მოიცავს — ისინი ცხოვრების ახირებულ ბუნებას იდეალურად აღწერს, მსოფლიო მოვლენების ფონზე. ამიტომაცაა, რომ ეს ტენდენციები წარმოადგენს სიმამაცისა და ცვლილების სურვილს სამყაროს განვითარებასთან ერთად. ცოცხალი ფერები, თამამი ტიპოგრაფია და სხვა სამყაროს გამოსახულება რეალობისგან მომენტალურ გაქცევას ასახავს.