in

2023 წლის სატელევიზიო მედია ანალიტიკა

სატელევიზიო რეკლამის ლანდშაფტი მუდმივად იცვლება და ვითარდება, რაც გამოწვეულია აუდიტორიის ქცევის ცვლილებებით, ტექნოლოგიური განვითარებითა და ბაზრის დინამიკით. ცვლილებების მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არ კარგავს მნიშვნელობას, მეტიც, მთელ სარეკლამო ინდუსტრიაში TV რეკლამას მნიშვნელოვნად დიდი წილი უკავია.

ბოლო ორი წლის მონაცმებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ ქვეყანაში მოწინავე ინდუსტრიების ზრდა კორელაციაშია ამავე სექტორების მიერ სატელევიზიო რეკლამის განთავსებების ზრდასთან. 

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამურად სარეკლამო ბაზრის  16% -იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც ცხრილზე ვხედავთ, აქტიურობის კუთხით გამოირჩეოდნენ უძრავი ქონების, კვების, სილამაზისა და ჯანმრთელობის კატეგორიის ბრენდები. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო კომპანიების კატეგორიაში და მათ მთლიან სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 8% დაიკავეს. დეველოპერულ კომპანიებს შორის ტოპ განმთავსებელი “არქი ჯგუფია”, რომელსაც შესაბამის კლასტერში 30%-იანი წილი უჭირავს. ასევე, განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება კვების (43%-იანი ზრდა) და “სილამაზე და ჯანმრთელობის” (81%-იანი ზრდა) კატეგორიებში.

უფრო დეტალური და თვალსაჩინო ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სატელევიზიო ბაზრის ინტერაქციური რუქა:

აქვე გადავხედოთ მედია პლათფორმებს, რომლებზეც ბიზნესები ახორციელებენ ძირითად სარეკლამო განთავსებებს. საქართველოში არსებული სატელევიზიო რეიტინგების ორივე მთვლელი კომპანიის შედეგების მიხედვით, ტელეკომპანია “იმედი” წელსაც ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხად რჩება.

მონაცემები დაყრდნობილია „ტრი-მედია ინტელიჯენს“-ის კვლევაზე და ითვალისწინებს მხოლოდ იმ ტელევიზიების მონაცემებს რომელთა მონიტორინგი ახორციელებდა 2023 წელს

საქართველოში ტელევიზიებს მეტწილად რეალურ დროში უყურებენ. შესაბამისად, ტელეყურების საერთო მონაცემებში, გადახვევით ყურების პროცენტი დაბალია. თუმცა, ცალკეული არხების მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავებულია და მათი გადახვევით ყურების წილი ასე გამოიყურება:

სატელევიზიო აუდიტორიის დემოგრაფიული დაყოფა უმნიშვნელოვანესია რეკლამის განმთავსებლებისთვის. ბოლო ტენდენციები მიუთითებს ასაკობრივ ჯგუფებში მაყურებელთა  შესამჩნევ ცვლილებაზე. ტრადიციული მედიის მაყურებელი უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში შეიმჩნევა, თუმცა, შეინიშნება ახალგაზრდა აუდიტორიის ინტერესიც ამ მედიუმის მიმართ.

დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი თუ რა ჟანრის გადაცემები აინტერესებს ქართველ მაყურებელს. ტელეყურებადობაში  მნიშვნელოვან წილს,  43%-ს იკავებს სერიალები (ქართული სატელევიზიო სივრცე ძირითადად თურქული სერიალებითაა გაჯერებული), შემდეგ მოსდევს  საინფორმაციო გამოშვებები, 22%-იანი წილით.

*აღსანიშნავია, რომ  მოცემულ ჩარტში არ შედის საზოგადოებრივი მაუწყებლის და სილკ უნივერსალის მონაცემები, რომლებზეც მნიშვნელოვანი სპორტული გადაცემების ტრანსლირება ხდებოდა 2023 წლის განმავლობაში (რაგბის, კალათბურთის და ფეხბურთის ჩემპიონატები და სხვა).

საქართველოში, ტელევიზიას ყველაზე დიდი აუდიტორია იანვარსა და თებერვალში ჰყავდა, ყველაზე მცირე კი – ივლისსა და აგვისტოში, რაც შეიძლება ითქვას რომ გლობალური ტრენდის ანალოგიურია.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სატელევიზიო სარეკლამო ინდუსტრიის პერიოდული ანალიზი კარგი საშუალებაა სწორად დაგეგმოთ მარკეტინგული და ბიზნეს ამოცანები. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 2023 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის სრული რეპორტი. დაბლა ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი მონაცემები და ჩვენ მეილზე გამოგიგზავნით აღნიშნულ რეპორტს.

[R]

„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მთიელი წიგნები“ ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად

ასტრონომებმა ახალი ტიპის, „უხილავი“ ვარსკვლავები აღმოაჩინეს