in

2023 წლის ტრენდები მობილური აპლიკაციების სრულყოფისათვის

მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის გამოშვებიდან 15 წელი გავიდა, რამაც თავის დროზე მობილური აპლიკაციების თანამედროვე ინდუსტრიის დაბადება გამოიწვია და ის წლიდან წლამდე იზრდებოდა, ვითარდებოდა და იხვეწებოდა, 2023-მა წელმა მობილური აპლიკაციების განვითარების რამდენიმე ახალი ტენდენცია მაინც მოგვიტანა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მობილური აპლიკაციების გამოყენების დიდი ზრდა შეინიშნება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მობილურის მოხმარების თითქმის 90% იხარჯება აპებზე. ეს რიცხვი ზრდის კომპანიების აუცილებლობას, გახადონ თავიანთი ვებგვერდი ხელმისაწვდომი მობილურის მომხმარებლებისთვის.

გიზიარებთ მობილური აპლიკაციების განვითარების 5 ტენდენციას, რომლებიც ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოთ 2023 წელს:

აუგმენტური რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობა (VR)

აუგმენტური და ვირტუალური რეალობა უკვე უცხო ხილი არ არის, მაგრამ 2023 წელს მათ გააქტიურებას მობილური აპლიკაციების განვითარების კუთხით ელიან. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით, დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან იმერსიული გამოცდილება, რომელიც არის მიმზიდველი, ინტერაქციული და ვიზუალურად სრულყოფილი. ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი საინტერესო მობილური აპლიკაცია, რომელიც იყენებს ამ ტექნოლოგიებს. ერთ-ერთი ასეთია თამაში Harry Potter: Wizards Unite.

ღრუბლოვანი მობილური აპლიკაციები

ღრუბლოვანი მობილური აპლიკაციები გთავაზობთ მასშტაბურობას, ხარჯების დაზოგვასა და უფრო სწრაფ განვითარებას, ვიდრე ტრადიციული მობილური აპლიკაციები. ამის გამო ბევრი კომპანია და დეველოპერი მიდრეკილია ღრუბელზე დაფუძნებული აპლიკაციების შემუშავებისკენ. ამის შედეგად, მობილურის დეველოპერები შეძლებენ სწრაფად განათავსონ მობილური აპლიკაციები ღრუბელში. კომპანიებს კი შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა სერვერის გარეშე გამოთვლა, ელასტიკური სკალირება და ავტომატური სარეზერვო სერვისები.

გაფართოებული AI, ანალიტიკა და მანქანური სწავლების შესაძლებლობები

მობილური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დეველოპერები შექმნიან მობილურ აპლიკაციებს მოწინავე ანალიტიკისა და მანქანური სწავლების შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ამის შემდეგ აპლიკაციები შეძლებენ მომხმარებლის ქცევის გაანალიზებას, ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდებას და ამოცანების ავტომატიზირებას.

გადახდის გადაწყვეტილებების ინტეგრაცია

ნელ-ნელა სულ უფრო იზრდება მობილურით თანხის გადახდის სერვისები. მობილური აპლიკაციების დეველოპერებს დასჭირდებათ გადახდის ახალი გადაწყვეტილებების ინტეგრირება მობილურ აპლიკაციებში, რათა დაეწიონ მომხმარებლების მოთხოვნებს. მობილური ბანკინგის ზრდასთან ერთად, მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ წვდომა მიიღონ თავიანთ ანგარიშებზე მობილური ტელეფონების საშუალებით და დაამუშაონ გადახდები და ტრანზაქციები.

უსაფრთხოება, როგორც პრიორიტეტი

უსაფრთხოება დარჩება მთავარი პრიორიტეტი მობილური აპლიკაციების შემქმნელებისთვის 2023 წელს. ასე რომ, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს როგორც პირველი, ისე ბოლო საფიქრალი მობილური აპლიკაციების თითოეული ფუნქციისა და ფუნქციონირების შემუშავებისას. დეველოპერებმა უნდა უზრუნველყონ მათი მობილური აპლიკაციები პოტენციური კიბერ საფრთხეებისგან, როგორიცაა მონაცემთა გარღვევა და მავნე პროგრამები. 

ამის გაკეთება შეიძლება შემდეგი გზებით:

  • მონაცემთა და წყაროს კოდის დაშიფვრა
  • ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
  • შეღწევადობის ტესტირება
  • ფაილებისა და მონაცემთა ბაზის დაშიფვრა
  • კრიპტოგრაფიის უახლესი ტენდენციების გამოყენება
  • მონაცემთა დაცვა ტრანზიტის დროს და სხვა.

რა უნდა გააკეთოთ, როცა ადამიანი თქვენთან საქმიან კავშირს უეცრად წყვეტს?

ცნობილი ბრენდების ლოგოები შუასაუკუნეებში რომ შეექმნათ