ადამიანებისთვის, რომელთაც ცაზე დაკვირვება უყვართ, ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილად განსაკუთრებული იყო, თუნდაც იშვიათი ორმაგი სუპერმთვარე ან პერსეიდების მეტეორების წვიმა გავიხსენოთ. 2023 წლის ბოლო სუპერმთვარეს კი დღეს 29 სექტემბერს იხილავთ. მანამდე ერთი ივლისში, ერთიც აგვისტოში და ერთიც სექტემბერში ვიხილეთ.
სუპერმთვარე სავსე მთვარეა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მთვარე პერიგეას უახლოვდება და ყველაზე ახლო წერტილშია დედამიწის ორბიტასთან. ჩვეულებრივი სავსე მთვარისგან კი ის განასხვავებს, რომ მისი მესამედი 14%-ით უფრო დიდი გვეჩვენება. შესაბამისად, მთვარეც მეტად ნათელი ჩანს ღამის ცაზე.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მას „მოსავლის მთვარე“ ეწოდება, რადგან ეს სექტემბრის ბუნიაობიდან მალევე ხდება. წარსულში კი, როცა ადამიანები მოსავალს ხელით იღებდნენ, მთვარე მათ გზას უნათებდა, შესაბამისად, მზის ჩასვლის შემდეგ, დამატებითი დროც ეძლეოდათ მოსავლის ასაღებად.
ოფიციალურად, სუპერმთვარე სავსე და კაშკაშა 13:57 საათზე გახდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ღამით დავინახავთ. საუკეთესოდ კი მაშინ ჩანს, როცა ჰორიზონტთან ყველაზე ახლოსაა, რადგან ოპტიკური ილუზიის გამო, ჩვენი ტვინი სხვა გარემოში არსებულ წერტილებს ადარებს მას. ამასთან, ისეთი ადგილი შეარჩიეთ, რომ არც ხელოვნურ განათებასთან იყოთ ახლოს და არც ბევრი ღრუბელი ფარავდეს ცას. Perth-ის ობსერვატორიის თანახმად, ღამით სუპერმთვარესთან ერთად სატურნი და იუპიტერიც გამოჩნდება…
როგორც ამბობენ, მომავალ წელს მხოლოდ ორ სუპერმთვარეს ვიხილავთ, ისიც 18 და 17 სექტემბერს, ამიტომ, ამ წლის ბოლო შანსის გამოყენება ნამდვილად ღირს…