in

მანქანები, რომელთაც 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ

მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ინდუსტრია ბოლო დროს ცოტა შენელებულია, 2023 წლისთვის რამდენიმე ახალი მოდელი ემზადება გამოსასვლელად. 2022 წლის დასრულებამდე არც ისე ბევრი დარჩა და ავტომწარმოებლები უკვე მზად არიან ახალი მოდელების ჩასაშვებად იანვარში. 

გადავავლოთ თვალი, თუ რომელი ბრენდები ეხმადებიან ახალი მოდელების გამოსაშვებად. 

Alfa Romeo Tonale

Alfa Romeo წელს კროსოვერების გაფართოებით დაიწყებს და Tonale-ის წარმოგიდგენთ. ჰიბრიდული მანქანა 1.3-ლიტრიანი ტურბო ძრავითა და თანამედროვე ბატარეით იქნება აღჭურვილი. მისი ჯამური სიმძლავრე კი 272 ცხენის ძალაა. ახალი Tonale გაყიდვაში ამ წლის ბოლოს გამოვა და მისი ფასი დაახლოებით $30,000-დან უნდა დაიწყოს.

BMW XM

BMW-მ XM კონცეფციის დებიუტი გასულ წელს წარმოადგინა. მას ეგზოტიკური სტილი და ჰიბრიდული ელექტროგადამცემი აქვს. მანქანა 750 ცხენის ძალას ფლობს. კონცეფცია, რომელიც მაშინ გვიჩვენა, 2023 წელს რეალობად იქცევა. 

Chevrolet Corvette Z06

Chevrolet ლეგენდარული Corvette-ის ახალი ვერსიის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც ფანები დიდხანს ელოდნენ. მანქანას 670 ცხენის ძალა და 5.5-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს. მასზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ პირველადი სერიის შეკვეთები უკვე დახურულია.

Ferrari Purosangue

Ferrari-ს პირველი SUV გამოდის, Ferrari Purosangue. მას ბუნებრივად ასპირაციული 6,5-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც აძლევს მას 715 ცხენის ძალას. ახალი Ferrari Purosangue გაყიდვაში ამ წლის ბოლოს გამოვა და მისი ფასი დაახლოებით $400,000 იქნება.

Honda CR-V

2023 წლის Honda CR-V უკვე დიდი ხანია მზადების პროცესშია. ბრენდის საყვარელი და კომპაქტური სედანი 2023 წლისთვის SUV-ად გადაკეთდა, რაც მოიცავს ექსტერიერის მნიშვნელოვან განახლებებს, ახალ სალონს Civic-ის ინსპირაციით და ძრავის განახლებებს.

Kia Niro

Kia Niro მკვეთრ ცვლილებას განიცდის 2023 წელს. ეს განახლება მოიცავს ახალი ექსტერიერის დიზაინს, თანამედროვე ინტერიერს და როგორც PHEV, ასევე full-EV მოდელების გაგრძელებას.

სტამბოლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის კონფერენციაზე 12 ქვეყნის წარმომადგენლებს “მეამას” გენერალურმა დირექტორმა კომპანიის გამოცდილება გაუზიარა

ვოლტი ზუგდიდშია!